შაბათი, იანვარი 24, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიკლიმატზე ადაპტირებული წყლის შემგროვებელი სისტემა - სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჭკვიანი სისტემა,...

კლიმატზე ადაპტირებული წყლის შემგროვებელი სისტემა – სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჭკვიანი სისტემა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს და ფერმერებს წყლის შეგროვებასა და წყლის დატენიანებაში ეხმარება

სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჭკვიანი სისტემა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს და ფერმერებს წყლის შეგროვებასა და წყლის დატენიანებაში ეხმარება.

პირველი ექსპერიმენტი ფერმაში ჩაატარეს. თოვლიანი ამინდი ამ შემთხვევაში ხელისშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა. გვანცამ მეგობრებთან ერთად კლიმატზე ადაპტირებული წყლის შემგროვებელი სისტემა შექმნა, რომელიც სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან პრობლემას აგვარებს.

გოგონები საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები არიან. მათი მთავარი სამუშაო სივრცე ინფორმატიკის საკლასო ოთახია, სადაც მასწავლებელთან ფატი ჩხიკვიშვილთან ერთად პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს და მოწყობილობის შესაქმნელად მიმართულება სწორად განსაზღვრეს.

როდესაც ღრუბელი წამოვა, სენსორის საშუალებით გაიხსნება. როდესაც ნალექი დასრულდება, ქოლგა ავტომატურად დაიკეცება. მიწაში მოთავსებული სენსორი ნიადაგის ტენიანობასა და ჰაერის ტემპერატურას გააკონტროლებს. თუ მაღალი ტემპერატურის გამო მიწა გამოშრება, სისტემა ავტომატურად ჩართავს ჭკვიან სარწყავ მილებს და წყალს მცენარის ფესვებს მიაწვდის.

მათი გამოგონება სოფლის მეურნეობის სფეროში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

მოწყობილობის სრულყოფამდე მისაყვანად თითოეულმა მათგანმა საკუთარი წვლილი შეიტანა. Nasa-ს ჩელენჯში წარმატების მოპოვების შემდეგ კი მათი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდა

საგარეჯოში ამ პატარა ფერმაში დილიდან ბევრი საქმე აქვთ. ცხოველების სადგომის გასუფთავების შემდეგ გოჭები უნდა დააპუროს, ამიტომ აქ მოსვლა ადრიანად უწევს.

16 წლის გვანცა პაატაშვილი უკვე წლებია ბიძას ფერმაში სხვადასხვა საქმიანობაში ეხმარება. ცხოველების მოვლაც მისგან ისწავლა. ამიტომ მათ საჭიროებებს უკვე კარგად იცნობს.

წყლის დეფიციტი ფერმაში ხშირად პრობლემას ქმნის. განსაკუთრებით ზაფხულში, გვალვის პერიოდში ან დიდთოვლობაში, როდესაც წყალი იყინება, ამიტომ დილიდან ცხოველების სასმელი წყლის რეზერვს ამოწმებენ, რომ გოჭები წყლის გარეშე არ დარჩნენ…

 

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები