კახეთში სოკოთი მოწამვლით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
პაციენტი მძიმე ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სტაბილურად მძიმეა გარდაცვლილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ის მკურნალობის კურსს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.
თელავის რეფერალური ჰოსპიტალის მონაცემებით, ბოლო ათი დღის განმავლობაში, სოკოს ინტოქსიკაციით საავადმყოფოში 20-მდე მოქალაქე მოხვდა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.