იონჯა (Medicago) პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი, უმთავრესად მრავალწლოვანი (საშუალოდ 5-7 წელი) ბალახოვანი მცენარეა. აქვს 60—90 სმ (იშვიათად 140 სმ) სიგრძის ღეროები, რომლებიც ბუჩქს ქმნიან.
ფოთოლი სამყურაა, ყვავილედი-მტევანი 15—20 კაშკაშა ყვავილით. ნაყოფი სპირალისებურად დახვეული პარკია. ფესვთა სისტემა მთავარღერძოვანი, მძლავრი და დატოტვილია, ნიადაგში ღრმად (5—10 მ-მდე) ჩადის.
იონჯის ოჯახი (Medicago) 60-მდე სახეობას მოიცავს, სამეურნეო-საწარმოო დანიშნულებით ძირითადად იყენებენ: ლურჯს (Medicago sativa L.) და ყვითელს (Medicago falcata L).
იონჯა (ყვითელი – Medicago falcata L) მრავალწლიანი თაფლოვანი მცენარეა. მისი ღერო სიმაღლე 60 სმ-ს აღწევს, ამ ტიპის იონჯის ყვავილები დამტვერიანებას კარგად არის მისადაგებული.
ფერმერებისთვის იონჯის თივის წარმოება საუკეთესო საშუალებაა, იგი შეიცავს ყუათიან ნივთიერებებს და ცილების დიდ რაოდენობას. იონჯა გამოიყენება როგორც მწვანე საკვები და თივა — მონელებადი საკვები ნივთიერებების შემცველობის მიხედვით, იონჯას ვერ შეედრება ვერცერთი სხვა ბალახეული.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები