რა ღირს იმპორტირებული ბალი – პროდუქტი თურქეთიდან და სომხეთიდან შემოდის
ბალის იმპორტი 60%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვის მონაცემებით ( რეალურად, მხოლოდ აპრილ-მაისში) საქართველოში 205.1 ტონა (110.3 ათასი აშშ დოლარის ) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის იანვარ-მაისში – 128.3 ტონა (49.4 ათასი აშშ დოლარი).
სტატისტიკის მიხედვით, წელს პროდუქტის იმპორტი მხოლოდ ორი ქვეყნიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა. კერძოდ, თურქეთიდან 181.1 ტონა (97.8 ათასი აშშ დოლარი), 88%, ხოლო სომხეთიდან 23.9 ტონა (12.5 ათასი აშშ დოლარი) 12%.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იმპორტიორ ქვეყნებს ნიდერლანდები გამოაკლდა, საიდანაც შარშან ბალი მცირე რაოდენობით, შემოვიდა.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები