ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებავინ ითვლება ოჯახის წევრად, როდესაც ქონების გადასახადის დეკლარაციას ვავსებთ - სპეციალისტი განმარტავს

ვინ ითვლება ოჯახის წევრად, როდესაც ქონების გადასახადის დეკლარაციას ვავსებთ – სპეციალისტი განმარტავს

მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თინათინ გოგრიჭიანი, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ქონების გადასახადის დეკლარაციის შესახებ საუბრობს

– კანონმდებლობა ოჯახს განმარტავს. ასეთ შემთხვევაში, უნდა ავიღოთ ის, რასაც “ოჯახის” დეფინიცია მოითხოვს. ოჯახის წევრებად მიიჩნევიან პირი, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი. ამის შემდეგ, დეკლარანტი თავად განსაზღვრავს უპირობოდ, თუ ვინ არის მისი დანარჩენი ოჯახის წევრი, ანუ ვინ არის მასთან მუდმივად მცხოვრები. შეგიძლიათ, მაგალითად, დედა, მშობელი არ ჩათვალოთ ოჯახის წევრად, თუ თქვენთან მუდმივად მცხოვრები არ არის და მასთან ერთად საერთო მეურნეობას არ ეწევით. ამიტომ, თავად დეკლარანტი განსაზღვრავს, ვინ არის ოჯახის წევრი ჩამონათვალიდან. ეს არის დედა, მამა, და, ძმა, სრულწლოვანი შვილი, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი. დეკლარანტმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის მისი ოჯახის წევრი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები