ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროდავით სონღულაშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა დამატებითი შესაძლებლობაა, ქართული პროდუქცია კიდევ...

დავით სონღულაშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა დამატებითი შესაძლებლობაა, ქართული პროდუქცია კიდევ უფრო მეტად ცნობადი გახდეს ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

მინისტრის თქმით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა დამატებითი შესაძლებლობაა, ქართული პროდუქცია კიდევ უფრო მეტად ცნობადი გახდეს ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე.

„ჩინეთში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი. ჩინეთის ბაზარს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობა შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩინეთის ბაზარზე კიდევ უფრო მეტი წვდომა გაგვიჩნდეს. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 40-ზე მეტი ქართული კომპანია.

გამოფენის გახსნამდე, საქართველოს და ჩინეთს შორის გაფორმდა არაერთი მემორანდუმი და ხელშეკრულება. ერთობლიობაში, იქმნება ყველა პირობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, იქმნება შესაძლებლობები, ქართული კომპანიები და პროდუქცია მეტად ცნობადი გახდეს ჩინეთის ბაზარზე, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს საქართველოდან ექსპორტის ზრდას და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა ხელი მოაწერა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმებს, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებს მოიცავს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პრემიერის ლი ციანის მიწვევით იმყოფება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები