სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგუდის ყველი უნიკალური გემოთი და დამზადების უძველესი ტექნოლოგიით ქართულ ყველეულში ერთ-ერთი გამორჩეულია

გუდის ყველი უნიკალური გემოთი და დამზადების უძველესი ტექნოლოგიით ქართულ ყველეულში ერთ-ერთი გამორჩეულია

გუდის ყველი საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი. ის თავისი უნიკალური გემოთი და დამზადების უძველესი ტექნოლოგიით ქართულ ყველეულში ერთ-ერთი გამორჩეულია. გუდის ყველი უხსოვარი დროიდან საქართველოს მთიანეთში – თუშეთში კეთდება.

„თუშური გუდის“ წარმოება

„თუშური გუდა“ ცხვრის, ძროხისა და ცხვრის შერეული, ნედლი, მოუხდელი რძისგან დამზადებული ყველია, რომელიც ცხვრის ტყავის გუდაში მწიფდება. 

თუშები მეყველეს „კოდის დედას“ ან „სარქალას“ ეძახიან. გუდის ყველი კი მხოლოდ ზაფხულში მზადდება, მას შემდეგ, რაც ცხვარში „დოლი“ – ბატკნების მოგება დასრულდება. 

ცხვრის ცხიმმოუხდელ რძეს სპეციალურ ბადეში ფილტრავენ, რომელშიც სამკურნალო ბალახებია ჩაფენილი. შემდეგ შემადედებელ კვეთს უმატებენ და ნაბადს აფარებენ, რათა სითბო შეინარჩუნოს. 1 საათში ამოურევენ, შედედებულ მასას დაშლიან და ისევ ნაბდით შეფუთავენ. ნახევარი საათის შემდეგ ჭურჭლიდან შრატს ამოწურავენ, ჯერ კიდევ რბილ ყველს დაჭრიან და კარგად გამოსაწურად სპეციალურ ტილოს ტომარაში გამოკრავენ. 2 საათის გასვლის შემდეგ  ყველი უკვე გუდაში გადააქვთ. 

გუდაში 4-5 თავ ყველს ჩადებენ, მათ შორის ფენებად ჩაყრიან მარილს, თავს მოუკრავენ, საყველე ოთახში გაიტანენ და 2 დღე ისევ ნაბადს დააფარებენ. მარილი რომ თანაბრად გაუჯდეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ყველს დღეში რამდენჯერმე აბრუნებენ და ფორმას უცვლიან. ყველი გუდაში 60 დღის განმავლობაში მწიფდება.

გუდის მომზადება ყველისთვის

კარგი ყველის მისაღებად მნიშვნელოვანია გუდის სწორად გამოყვანა. დაკლული ცხვარი ოსტატმა ისე უნდა გაატყავოს, რომ მას გუდის ფორმა შეუნარჩუნოს. ასე გატყავებას თუშები ოთხში ამოღებას – ცხვრის ფეხებიანად გატყავებას ეძახიან. ამის შემდეგ ტყავს ამარილებენ, კეცავენ და სამი დღით ინახავენ, გაშლიან და „სართხამზე“ – ორკაპა ჯოხზე გადაჭიმავენ. 

კვირის თავზე მზეზე გამომშრალ ტყავს წყალში ჩაალბობენ, გაწურავენ და ბეწვს დაახლოებით ერთ სმ-ზე დაუტოვებენ, კისრის ადგილს კანაფის ძაფით შეკრავენ, ჭიპლარის ადგილს – ხარატულს, არყის ხის კოჭაკს გამოაკრავენ და ტყავს ისე აბრუნებენ, რომ ბეწვი შიგნიდან მოექცეს. წყალი რომ  არ გაუვიდეს, პოლოჭიკებზე – ტყავის გახეულ ადგილებზე ხის მრგვალ ნაჭერს ამაგრებენ და კიდევ ერთხელ კარგად რეცხავენ. ამის შემდეგ გუდა მზადაა ყველის თავების ჩასალაგებლად. 

თუშური გუდა მთის არაყსა და „დედას პურთან“ საუკეთესო მისაყოლებლად მიიჩნევა.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები