2018 წელს ლანჩხუთის მკვიდრ გიორგი მელუას დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა მშობლიურ ქალაქში შემთხვევით არ გადაწყვიტა. ეს ახალგაზრდა მეწარმეს ბაზარმა თავად უკარნახა.
ფინანსური გამოწვევები მან სახელმწიფო პროგრამების დახმარებით დაძლია: ჯერ “აპმას” კონსკურსში გაიმარჯვა და მიღებული თანხა საწარმოს მშენებლობას მოახმარა. მოგვიანებით, “შეღავათიანი აგროკრედიტითაც” ისარგებლა. ამ სასესხო თანხის 15 პროცენტი კი, “ქეშბექის” სახით, EBRD-ის დაფინანსებით, დაუბრუნდა.
ტექნიკურ გადაიარაღებასა და ჰასპის სტანდარტის დანერგვაში გიორგი მელუას USAID დაეხმარა.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები