ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიგეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი ღვინო „ვაზისუბნის“ შესახებ...

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი ღვინო „ვაზისუბნის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქპატენტი ღვინო „ვაზისუბნის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 1978 წელს წინანდლისა და გურჯაანის ღვინის ქარხნების სპეციალისტებმა ახალი სამარკო თეთრი მშრალი ევროპული ტიპის ღვინო „ვაზისუბანი“ დაამზადეს.

„მეოცე საუკუნის ბოლოს, ჯერ კიდევ იუნესკო-ს მიერ ღვინის სამშობლოდ აღიარებამდე, საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყანას, უკვე ჰქონდა საკუთარი ადგილი მსოფლიო რუკაზე. ღვინის კონკრეტული სახეობები უკვე გადიოდა ექსპორტზე, ქართული ღვინო წარმატებით იმარჯვებდა საერთაშორისო გამოფენებზე. ღვინის ისტორიას ამყარებდა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა მოვლენა, მოგზაურთა და მკვლევართა შეფასებები, ფაქტები იმისა, რომ უძველესი დროიდან ქართული ღვინო წარმატებით იყიდებოდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებში, გადიოდა აღმოსავლურ და ევროპულ ბაზრებზე და, ქართული ღვინის ჭაჭაზე დადუღება-დავარგების წყალობით, ევროპულ ღვინოებთან შედარებით, ქართული (და, განსაკუთრებით, კახური) ღვინო ორჯერ უფრო მეტად იყო დახუნძლული სასარგებლო თვისებებით.

ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, საბჭოთა სისტემა დამატებით ითხოვდა ქარხნების გააქტიურებულ მუშაობას და ახალ-ახალი სახეობის ღვინის შექმნას. მთავარი არგუმენტი, რაც საბჭოთა მმართველობას ჰქონდა, ეს იყო გაზრდილი მოთხოვნა. სუფრის ღვინის მარაგი წლიდან წლამდე უფრო მეტი იყო საჭირო. ქართული ღვინო ამარაგებდა მთელ საბჭოთა კავშირს და, როგორც ცნობილია, ასეთ დროს მაღალ ხარისხთან ერთად რაოდენობაც იყო მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მეთოდით, შეკვეთით შეიქმნა ღვინო „ვაზისუბანი“ – 1978 წელს წინანდლისა და გურჯაანის ღვინის ქარხნების სპეციალისტებმა დაამზადეს ახალი სამარკო თეთრი მშრალი ევროპული ტიპის ღვინო „ვაზისუბანი“. „ვაზისუბანს“ აქვს ღია ჩალისფერი შეფერილობა. უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი და დახვეწილი გემო, გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, მინდვრის ყვავილების ტონებით და დავარგების დროს განვითარებული ხილის ტონების ბუკეტით. „ვაზისუბნის“ ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს. ყურძენი, რომლითაც „ვაზისუბანი“ მზადდება, აუცილებლად უნდა იყოს მოწეული კონკრეტულ მიკროზონაში. მის არეალს შეადგენს შემდეგი სოფლები: ვაზისუბანი, კალაური, შაშიანი და ვაჩნაძიანი. რაც შეეხება ვაზის ჯიშს, გამოიყენება მხოლოდ რქაწითელი და დასაშვებია მხოლოდ 15%-იანი მინარევი კახური მწვანის ჯიშის ყურძნიდან. ყველა შემთხვევაში, ორივე ჯიშის ყურძნის ვენახები არ უნდა გადიოდეს „ვაზისუბნის“ მიკროზონის ფარგლებს გარეთ.

საინტერესოა კლიმატი და ნიადაგი, რაც ამ სოფლების ყურძნის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს. ვაზისუბნის მხარეს აქვს ზომიერად ნოტიო ჰავა, ცხელი ზაფხული, საშუალოდ ცივი ზამთარი და ნალექის ორმაგი მსვლელობა მთელი წლის განმავლობაში. მიწის საფარი კი არის ყავისფერი მდელოებით სავსე, მრავალგვარი მექანიკური შემადგენლობით და გომბორის მთის ზედა სარტყლისთვის დამახასიათებელი ტყის ყავისფერი ნიადაგებით.

ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „ვაზისუბანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2007 წლის 10 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე“, – აღნიშნულია სტატიაში.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

„პირველად ისტორიაში… მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ქართველი მოცეკვავე ნინა გამხუაშვილი გახდა!

23 ოქტომბერი 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ოქტომბერი 23, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები