გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამინისტროსთვის და აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის. ვახორციელებთ „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამას, რომელიც დავნერგეთ დეფიციტური გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების ხელშეწყობის მიზნით და უკვე გვყავს ჯამში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი, რომლებსაც 1500-ლარამდე სტიპენდიები გადაეცა. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
მასალის გამოყენების პირობები