კვირა, ოქტომბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს

ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს

მთავრობის მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს.

Euro 5-ის სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ახალი სამგზავრო ავტობუსები პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.

სამგზავრო ავტობუსები ახალციხის  მუნიციპალიტეტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა,  სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან  ბესიკ ამირანაშვილთან,  საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ანტონ ობოლაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ლომიძესთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ამ მიმართულებით მერიის  გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი სიახლე  მუნიციპალიტეტისათვის, რომელიც  საარჩევნო დაპირება იყო და ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით შესრულდა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით

წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მთლიანად მოგვარდება და მოქალაქეები უახლოეს ხანში სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში“ -განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.

პროგრამა,  რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას და შემდგომ განვითარებას,

ცენტრალური და ადგილობრივი  ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდა.  აღნიშნული პროექტის  ფარგლებში 38 მუნიციპალიტეტისთვის „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნა შეძენილი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები