სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტრო„ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების უწყვეტ თვითმონიტორინგს დაქვემდებარებული დაახლოებით 51 აქტიური საწარმოდან სამინისტროს ელექტრონულ...

„ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების უწყვეტ თვითმონიტორინგს დაქვემდებარებული დაახლოებით 51 აქტიური საწარმოდან სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში უკვე დარეგისტრირებულია 31 საწარმო, 11 საწარმო ხელსაწყოების მონტაჟის პროცესშია

„ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გარემოსდაცვით პრიორიტეტს წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება, განსაკუთრებით ურბანულ და სამრეწველო ტერიტორიებზე. ერთ-ერთი გამოწვევა ამ მიმართულებით  არის სამრეწველო სექტორი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსხვილ სამრეწველო საწარმოებს დაევალათ მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვა.  ამ ეტაპზე თვითმონიტორინგს დაქვემდებარებული დაახლოებით 51 აქტიური საწარმოდან სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 31 საწარმო, კიდევ 11 საწარმო კი, ხელსაწყოების მონტაჟის პროცესშია. მიმდინარეობს მსხვილი სამრეწველო ობიექტების კონტროლი და ჰაერდაცვითი კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგი. რეგულაციების ამოქმედებიდან დღემდე შემოწმდა არაერთი საწარმო, ჯამში გამოვლინდა უწყვეტი თვითმონიტორინგისა და ჰაერდაცვითი მოთხოვნების შეუსრულებლობის 92 ფაქტი და გატარდა კანონით გათვალისწინებული ზომები.

„შემუშავდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2023-2025 წლების გეგმა ცენტრალური ზონისთვის, რომელიც მოიცავს ქ. რუსთავსაც. სამოქმედო გეგმის განხორციელების ბიუჯეტი 88 მლნ ლარია და სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შემცირება გეგმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. აღსანიშნავია, რომ ქ. რუსთავის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებამ ამ  მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა, ვინაიდან ქალაქში შემცირდა მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები