სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა - ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთია

ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა – ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთია

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა.

2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ატმის ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყიდვების მაჩვენებელი მზარდია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ექსპორტი რეკორდული იყო და 30.4 მლნ დოლარს შეადგენდა.

2024 წლის 6 თვის სტა.ტისტიკის მიხედვით, საქართველომ 2 537 ტონა ატმის ექსპორტით 2 მილიონ 748 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 92.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოში ატმის ექსპორტი მოსავლის აღებასთან ერთად აქტიურდება. პროცესი მაისიდან იწყება და ზაფხულის თვეებში იზრდება. ექსპორტის დიდი ნაწილი ივნისზე მოდის.

წლების განმავლობაში ატმის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია. წელსაც პროდუქტის ძირითადი მოცულობები სწორედ ამ მიმართულებით გავიდა.

იანვარ-ივნისში რუსეთში ჯამში 2 მილიონ 448 ათასი დოლარის ღირებულების 2 140 ტონა ატამი და ნექტარინები გაიყიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია.

მეორე ქვეყანა, სადაც ატმის ექსპორტი განხორციელდა, სომხეთია. მეზობელ ქვეყანაში ჯამში 300 ათასი დოლარის 396 ტონა ატამი გავიტანეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში 2024 წლის პირველ ექვს თვეში ატმის იმპორტიც გაიზარდა. ამ პერიოდისთვის ქვეყანაში 482 ათასი დოლარის ღირებულების 948 ტონა ატამი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის 6 თვეში იმპორტირებული 551 ტონა ატმის ღირებულება 147 ათას დოლარს არ აღემატებოდა.

საქართველო ატამს ორი ქვეყნიდან ყიდულობს. თურქეთიდან წელს 480 ათასი დოლარის 947 ტონა ატამი შევიძინეთ, ნიდერლანდებიდან კი მცირე რაოდენობა მხოლოდ 2 ათასი დოლარის 0.4 ტონა ატამი შემოვიდა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები