ორშაბათი, აპრილი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაარასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით, მოსახლეობისთვის სპეციალური ვებგვერდი – www.tgservice.ge  შეიქმნა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი მომსახურების მიღება მიზერულ ფასად იქნება შესაძლებელი – ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარი იქნება.

„ძალიან კარგი სიახლის შესახებ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია – „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს ახალი მომსახურება მიზერულ ფასად, რაც ნარჩენების მართვის კუთხით დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ გჭირდებათ სამშენებლო-სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის, ნივთების, ასევე, მწვანე ნარჩენის გატანა, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ახალი სერვისით. ამისთვის საჭიროა, დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე – www.tgservice.ge  და შეავსოთ მონაცემები. არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს „წითელ ხაზებში“ ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური მხოლოდ 9 ლარია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სერვისი არ არის მოგებაზე ორიენტირებული კომერციული პროექტი.

„მომსახურება მიზნად ისახავს, მოსახლეობას გავუმარტივოთ კონკრეტული სახის ნარჩენების გატანა. თბილისში კონკრეტულ ადგილებში შეიძლება შეგხვდეთ ნაგვის ურნებთან დალაგებული ავეჯი, საბურავები, რაც დიდ პრობლემას ქმნის. ამიტომ გთავაზობთ ამ სერვისს, რაც უფრო კომფორტულია. ერთად გავუფრთხილდეთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქალაქს. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით – 032 2 61 90 50.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ჰაკონე, იაპონია: საუკეთესო აქტივობები

ჰაკონე, იაპონია: საუკეთესო აქტივობები

13 April, 2025
24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

აპრილი 11, 2025
როგორ მოქმედებს მრისხანება და სტრესი თქვენს ორგანიზმზე – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

როგორ მოქმედებს მრისხანება და სტრესი თქვენს ორგანიზმზე – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

13 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები