მთავარი საზოგადოება „ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“ – დავით სონღულაშვილი

„ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“ – დავით სონღულაშვილი

0
„ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“ – დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრი დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებსაც შეხვდა და ინფორმაცია მოისმინა მუშაობის სპეციფიკასა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევების ფაქტები, უმეტესად, ბრაკონიერობას და ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევას მოიცავს. შესაბამისად, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სწორედ ამ მიმართულებით ახორციელებენ 24 საათიან კონტროლს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო ცალკე ტერიტორიულ ორგანოდ 2 წლის წინ ჩამოყალიბდა. 2023 წლამდე, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოები ერთ ტერიტორიულ ორგანოში – აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში იყო გაერთიანებული.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოში მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“ – დავით სონღულაშვილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a7%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here