მთავარი საზოგადოება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება – ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებენ

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება – ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებენ

0
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება – ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებენ
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სააგენტოს სპეციალისტებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები თერმული ნისლით დაამუშავეს. მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა. ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის, ლესას, ნიგვზიანისა და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში 1200 ჰა ტერიტორია დამუშავდა.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულია შემდეგი ღონისძიებები:

ცივი შესხურებით დამუშავებულია 101 909,25 ჰა სიმინდის მასივი, ტყისა და სოფლის პერიმეტრი და ჯაგნარი;

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თერმული ნისლით – 339 860 ჰა ტერიტორია;

განთავსებულია 8008 ცალი „მონიტორინგის ხაფანგი“ და 207 945 ცალი „მოიზიდე და გაანადგურე სადგური”.

ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება – ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%92-3/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here