უმთავრესი მარცვლოვანი კულტურები დედამიწის ზურგზე – მათგან უპირველესია ხორბალია

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უმთავრესი მარცვლოვანი კულტურები დედამიწის ზურგზე

ხორბალი, ქერი, ბრინჯი, სიმინდი, ღომი, შვრია და ჭვავი – აი, ის ძირითადი მარცვლოვანი კულტურები, რომლებითაც იკვებება მთელი კაცობ­რიობა და, მაინც, მათგან უპირველესია ხორბალი.
როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ხორბალი ყველაზე ძველი მარცვლოვანი კულტურაა. ძნელია გადაჭრით იმის თქმა, თუ ვინ და სად დაფ­ქვა პირველად მარცვალი, გამოაცხო პირველი პური, მაგრამ არსებობს უტყუარი არქეოლოგიური ცნობები, რომ ადამიანი ხორბალს იცნობდა მიწათმოქმედების დაწყებამდე. პირველი ქვა­სანაყები აღმოჩენილია ქვის ხანის გამოქვა­ბულებში. აღიარებულია, რომ ხორბლის სამ­შობლო წინა აზიაა, სადაც დღესაც იზრდება მი­სი მრავალი სახეობა. ისიც ცნობილია, რომ ხორბლის ერთ-ერთი სამშობლო საქართველოც გახლავთ.
ხორბლის ნათესებს მსოფლიოს ერთი მე­ოთხმოცედი ნაწილი უკავია, თითქმის 200 მი­ლიონ ჰა-ზე ლივლივებს პურის ყანები.
უძველესია ბრინჯიც, რომელიც 5000 წლის წინ უკვე მოჰყავდათ სამხრეთ-აღმო­სავლეთ აზი­აში. მას `აღმოსავლეთის მკვებავს~ იმიტომ უწოდებენ, რომ მთელი ინდოეთის, ჩინეთის, იაპო­ნიის, ვიეტნამის, ბირმისა და სხვა ხალ­ხე­ბის ძი­რითადი მასაზრდოებელი კულტურაა.
სხვათა შორის, უმნიშვნელო რაოდენობით ბრინჯი დასავლეთ საქართველოშიც მოჰყავდათ. ბრინჯისგან მზადდება სახამებელი, შაქარი. მისი ნამჯისგან მრავალგვარი ნაკეთობა იქსოვება და, რაც მთავარია, დიდებული ქა­ღა­ლდი მზადდება.

ხენდრო და მისი ნერგების გამოყვანა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის