ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეები„სხვლა“ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციაა მევენახეობაში.

„სხვლა“ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციაა მევენახეობაში.

👇
არჩილ გუნიავა, „არჩილ გუნიავას მარანი“:
„სხვლა“ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციაა მევენახეობაში.
ვენახი რომ სწორად გასხლა, ამისთვის მევენახეს სჭირდება შემოქმედებით მიდგომა და ხანგრძლივი გამოცდილება. მან ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, როგორიცაა: ჯიში, ვაზის ასაკი, ნიადაგის ნაყოფიერება, ექსპოზიცია, ვაზის სიძლიერე და ა.შ.
იმერეთში, ძირითადად, მიღებულია ტრადიციული „ქართული სხვლა“ – ერთი მოსახვევი (სანაყოფო) და ერთი ნეკი (სამამულო).
ნეკი ვაზის შტამბზე, სასურველია, იყოს მოსახვევს ქვევით, რათა თავიდან ავიცილოთ ვაზის შტამბის სიმაღლეში გაქცევა. მევენახეს სხვლისას უწევს თითოეულ ძირ ვაზთან ინდივიდუალური მიდგომა და გადაწყვეტა, თუ რამდენად უნდა დაიტვირთოს ვაზი. უნდა შეარჩიოს ოქროს შუალედი, რაც ნიშნავს, რომ ვაზი იმდენად არ უნდა დატვირთოს, რომ ბლომად მოისხას და მერე მტევნების სრულად დამწიფება ვერ შეძლოს და დასუსტდეს. არც იმდენად მცირედ უნდა დატვირთოს, რომ ვაზი მთელი წელი მცირე მოსავლისთვის გაცდეს. ზედმეტად დატვირთულ ვაზს მომავალი გასხვლისას ეტყობა წინა წელს არასწორად გასხვლის კვალი – იგი დასუსტებულია და იძულებული ხარ, შეცდომა გამოასწორო – შეუმცირო დატვირთვა და მხოლოდ სამამულო დაუტოვო ანუ დანეკო, რათა ერთი წლით დაისვენოს და ძალები აღიდგინოს“.
არჩილ გუნიავას თქმით, იმერული ვაზის თეთრყურძნიანი ჯიშები ყველა ერთნაირად ისხვლება, წითელი ოცხანური საფერე კი მიღებულია, ფორმირდეს და გაისხლას ე. წ. ოლიხნარად. ასევე, როგორც აღმოჩნდა, განსხვავებული სხვლა დასჭირდა წითელყურძნიან ჯიშს – მგალობლიშვილს.
„ვაზის ამ ჯიშთან მუშაობის გამოცდილება დაკარგული იყო. ჩემს ვენახში მან ვერ აიტანა ,,ქართული სხვლა” – ვაზი ბევრს ისხამდა და სუსტდებოდა. მომავალ წელს მიწევდა მისი დანეკვა ანუ სანაყოფეს გარეშე დატოვება. ამის შემდეგ ვაზი ზედმეტად ძლიერდებოდა და აღარ ისხამდა, მერე ისევ ჩვეულებრივად ვტვირთავდი, ისევ სუსტდებოდა და ა. შ. ორი-სამი წლის წინ მივედი დასკვნამდე, რომ სადღაც შუალედი შემერჩია და ამ მიზნით ვაზებს არ დავუტოვე მოსახვევი ანუ სანაყოფე, მაგრამ დავუტოვე ერთის ნაცვლად ორი ნეკი. ამის შემდეგ მოსავალიც და სიძლიერეც დასტაბილურდა“, – გვითხრა არჩილ გუნიავამ.
წყარო: Natural Wine Association
ვაზი და ღვინო
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
5 ადგილი, სადაც წყლის კუებთან ერთად ცურაობას შეძლებთ

5 ადგილი, სადაც წყლის კუებთან ერთად ცურაობას შეძლებთ

10 December, 2024
მეცნიერებმა სიმსივნის განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს – ეს აღმოჩენა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ გზებს ხსნის

მეცნიერებმა სიმსივნის განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს – ეს აღმოჩენა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ გზებს ხსნის

დეკემბერი 10, 2024
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად

10 დეკემბერი 2024
როგორ მოვუაროთ და მოვრთოთ ბუნებრივი ნაძვის ხე: საუკეთესო რჩევები

როგორ მოვუაროთ და მოვრთოთ ბუნებრივი ნაძვის ხე: საუკეთესო რჩევები

დეკემბერი 10, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
შეხვდით ახალ წელს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ადგილას, გოდერძიზე

შეხვდით ახალ წელს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ადგილას, გოდერძიზე

დეკემბერი 10, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სამზარეულოს დიზაინი თანამედროვე ტენდენციებით

სამზარეულოს დიზაინი თანამედროვე ტენდენციებით

დეკემბერი 10, 2024
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში როგორ ხვდებიან ახალ წელს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში როგორ ხვდებიან ახალ წელს

დეკემბერი 10, 2024
რატომ უნდა გაატაროთ ახალი წელი ბარსელონაში: ტრადიციები, ფესტივალები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

რატომ უნდა გაატაროთ ახალი წელი ბარსელონაში: ტრადიციები, ფესტივალები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

10 დეკემბერი 2024
მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტის” ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა

მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტის” ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა

დეკემბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები