მთავარი საზოგადოება სურსათის ეროვნული სააგენტო: სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო: სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

0
სურსათის ეროვნული სააგენტო: სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო: სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს ,,ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. სურსათის ეროვნული სააგენტო: სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94-6/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here