მთავარი აგრო სიახლეები სტუმრებს 8 ქართული ღვინო წარუდგინა საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან – იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს

სტუმრებს 8 ქართული ღვინო წარუდგინა საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან – იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს

0
სტუმრებს 8 ქართული ღვინო წარუდგინა საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან – იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს
იაპონიაში ქართული ღვინის წარდგენა ფუკუოკაში 8 უნიკალური ნიმუშით ქართული მეღვინეობის საერთაშორისო ცნობადობას ზრდის. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარებული ღონისძიება ახალ შესაძლებლობებს ხსნის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” ორგანიზებით, ქართული ღვინო იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში წარადგინეს.

საქართველოს მეღვინეობის კულტურის, ისტორიის, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია „Red Bridge“-ის დირექტორმა, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა. მანვე სტუმრებს 8 ქართული ღვინო წარუდგინა საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან. ღონისძიებას ღვინის სომელიეები, იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში 100-მდე სტუმარი დაესწრო.

საპორტო ქალაქი ფუკუოკა, იაპონიის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრად ითვლება. აღნიშნულ ქალაქში განხორციელებული მარკეტინგული აქტივობები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდისთვის როგორც ფუკუოკას პრეფექტურაში, ისე ზოგადად იაპონიის ღვინის ბაზარზე.

კომპანიასთან „Red Bridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. სტუმრებს 8 ქართული ღვინო წარუდგინა საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან – იაპონიაში ქართული ღვინო წარადგინეს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-8-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%ac/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here