პარასკევი, აპრილი 10, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი - სააგენტოს...

საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი – სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა 65 კგ. თევზი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტემენტის ინსპექტორებმა ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

არაგეგმური ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მცირე მეწარმე ვ. ჩ. (მის: ფოთი, ზვიად გამსახურდიას N238) თევზს აწარმოებდა ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით; საწარმოში დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი, მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა. სააგენტოს ზედამხედველობით, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა 65 კგ. თევზი.

ამავდროულად, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე.

აღნიშნული დარღვევების გამო, მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები