ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისაზოგადოებასაქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა

საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა

საქართველოში დღეს პირველი 216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა. ინფორმაციას USAID-ი ავრცელებს.

„საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 32, 400 აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფს. შედეგად, აგრო იმპექსის ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება.

216 კვტ მოტივტივე მზის ელექტროსადგური სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას (ემისიას) 31,200 კგ. CO2 ეკვივალენტით შეამცირებს.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 177 000 აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა 48%, ანუ 85 000 აშშ დოლარი გახლდათ, ხოლო აგრო იმპექსის მიერ, თიბისი ბანკის აგროსესხის მეშვეობით, დაფინანსდა პროექტის 52%, რაც 92 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია. აღნიშნული წარმოადგენს თიბისი ბანკის მიერ აგრო იმპექსის ზრდისა და განვითარების 9 წლიანი მხარდაჭერის წარმატებულ, მაგალითს. რომელიც ბანკის მიერ სოფლის მეურნეობის სექტორისადმი, სტრატეგიულად პრიორიტეტული მიმართულების მხარდაჭერას გამოხატავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ჯონ პენელი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი; თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ბ-ნი გიორგი დარჩიაშვილი და შპს აგრო იმპექსის თანადამფუძნებელი ლაშა ჯინჭარაძე.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a2/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network