თბილისი რიგით მეხუთე “აბრეშუმის გზის” ორდღიან ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება სულ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.
ფორუმს მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – საერთო ჯამში, 2 ათასამდე დელეგატი დაესწრება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა, ყველა ის პერსპექტივა იქნეს განხილული, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა ქვეყანამ.
“აბრეშუმის გზის ფორუმმა” სახელი დაიმკვიდრა. მეხუთედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში ეს ფორუმი და მართლაც ღირსშესანიშნავ თარიღად იქცა ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებში. მართლაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებებს შეუძლიათ, ერთმანეთს ესაუბრონ, იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც იძლევა აბრეშუმის გზის ფორმატში საერთაშორისო თანამშრომლობა და ყველა ის პერსპექტივა იქნეს განხილული დღეს თბილისში, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა ქვეყანამ”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
“აბრეშუმის გზის ფორუმი” 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
თბილისის რიგით მეხუთე “აბრეშუმის გზის ფორუმი” ოფიციალურად გაიხსნა. ამ წუთებში, სტუმრებს სიტყვით ირაკლი კობახიძე მიმართავს. ორდღიანი ფორუმი სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება.
ფორუმს მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთო ჯამში, 2000-მდე ათასამდე დელეგატი ესწრება.
ორი დღის განმავლობაში, გათვალისწინებულია 7 თემატური სესიის გამართვა. აქცენტი ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებზე გაკეთდება.