მთავარი საზოგადოება საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

0
საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დაცული კინოდოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიღება ამიერიდან ონლაინკატალოგიდან იქნება შესაძლებელი.

პროექტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის კინოთეატრში კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა, გიორგი კაკაბაძემ გამართა. ღონისძიებას კინოინსტიტუციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვებპროგრამაში შეტანილია ინფორმაცია მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების, კინოჟურნალებისა და ქრონიკალური კადრების შესახებ. მასში ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია რეჟისორის, ოპერატორის, მსახიობების, გადაღების წლის, თემის და სხვა მახასიათებლების მიხედვით. კინოკატალოგში ამ დროისათვის შეტანილია ინფორმაცია 500-ზე მეტი ფილმის შესახებ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ვებპროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს. 

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here