ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაქართველოს კუთხეებისამკურნალო ტალახი თქვენი ჯანმრთელობისთვის

სამკურნალო ტალახი თქვენი ჯანმრთელობისთვის

სამკურნალო ტალახი თქვენი ჯანმრთელობისთვის

ავადმყოფთა კომპლექსური მკურნალობის  მეთოდები ახტალის კურორტზე

ახტალის კურორტზე კლინიკური და ექსპერიმენტალური დაკვირვებებისა და  მრავალწლიანი  გამოცდილების  საფუძველზე  შემუშავებულია  სხვადასხვა დაავადებების  მქონე ავადმყოფების  დიფერენცირებული  მეთოდები.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მქონე ავადმყოფთა ტალახით მკურნალობის მეთოდიკა

ა) სახსრებისა და ხერხემლის დაავადებები

ანთებითი ართრიტები

რევმატოიდული ართრიტი (რა) (ინფექციური არასპეციფიკური პოლიართრიტი) – შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება ანთებითი პროცესის უპირატესი ლოკალიზაციით სახსრებში. დაავადება ხასაითდედება  მყარი პროგრესული მიმდინარეობით, რაც იწვევს ავდმყოფის ინვალიდობას ადრეულ ასაკში.

რევმატოიდული ართრიტის მქონე ავადმყოფთა გამოჯანმრთელება დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ-ანატომიურ ფორმაზე და ანთებითი პროცესის აქტივობის ხარისხზე. ამასთან დაკავშირებით  რევმატოიდული ართრიტის  მქონე ავადმყოფთა შერჩევა ტალახით მკურნალობისათვის უნდა იყოს მკაცრი და ინდივიდუალური, რათა თავი ავარიდოთ არასასურველ გართულებებს.

ტალახით მკურნალობა ეფექტურად მიმდინარეობს რევმატოიდული პოლიართრიტის, რემისიის ფაზაში ოლიგო-მონოართრიტის ან აქტივობის მინიმალური დონის პათოლოგიური პროცესების დროს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციების დარღვევით არა უმეტეს I და II ხარისხისა.

მკურნალობა ინიშნება ზოგადი ან ადგილობრივი 40-42-440 ტემპერატურის ტალახის აპლიკაციების სახით, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი. პირველი ორი აპლიკაცია ტარდება დღეგამოშვებით, შემდგომში კი ორი-სამი დღე ზედიზედ შემდგომი დასვენების დღით. ტალახით მკურნალობის კურსი ავადმყოფის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე  განისაზღვრება 12-18 პროცედურით.

სახსრების მრავალჯერადი დაზიანებისას გამოიყენება 36-380 ტემპერატურის  ტალახის ხსნარის აბაზანები, პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთი, მკურნალობის კურსი შედგება 10-15 აბაზანისაგან.

სახსრებში ანთებითი პროცესის ადგილობრივი გაუმტკივარებისა და გაწოვის ზემოქმედებისათვის ტალახით მკურნალობა კომბინირებულია რიგ ფიზიოთერაპიულ პროცედურებთან, რომელთა  შორის  ხშირად გამოიყენება: ულტრაბგერები, გიდროკორტიზონის ფონოფორეზი, ხვადასხვა მცენარეული ნივთიერებების (ანალგინი, სალიცილატები, ნოვოკაინი, ლითიუმი და სხვ.)ელექტროფორეზი, ულტრამაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველი, მიკროტალღური თერაპია, მოკლეტალღური დიამეტრია, ულტრაიისფერი გამოსხივება და სხვ. ერთდროულად ფიზიოთერაპიული პროცედურა უტარდება არა უმეტეს ორ სახსარს. ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე  ერთ-ერთ  ზემოთჩამოთვლილ მროცედურას უნდა  ენაცვლებოდეს ტალახით მკურნალობა, ერთდროული დანიშვნის დროს კი დაცული უნდა იქნას ინტერვალი 3-4 საათი ტალხის პროცედურის მიღების შემდეგ. მკურნალობის კურსი უნდა დაინიშნოს 10-დან 15-მდე ფიზიოთერაპიული პროცედურით.

მკურნალობის კოპლექსში ასევე შედის რეგიონული კუნთების მასაჟი  და მოძრაობათა შესაბამისი რეჟიმი – სამკურნალო ვარჯიში  ან მექანოთერაპია (კურსი 15-დან 20 პროცედურამდე).

სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი ტალახით მკურნალობის ფონზე ხელს უწყობ სახსრების ფუნქციის აღდგენას და იცავს კონტრაქტურისა და ანკილოზების განვითარებისაგან.

ტალახით მკურნალობის პროცესში 2-3 პროცედურის შემდეგ ხშირად იწყება სუსტად გამოკვეთილი ბალნეოლოგიური რეაქცია, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას, ადვილად ექვემდებარება ანტირევმატულ მედიკამენტებს (ასპირინი,რეოპირინი, ანალგინი,ბუტადიონი) და ტრანკვილიზატორებს (ბელოიდი, ბელასპონი), ტალახით მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.

ხოლო თუ ბალნეორეაქციას ახლავს  მაღალი სიცხე და პათოლოგიური პროცესის აქტივობა (ბალნეოპათოლოგიური რეაქცია), მაშინ მიზანსწონილია დროებით შეწყდეს ტალახით მკურნალობა დ დაინიშნოს შესაბამისი მედიკამენტური თერაპია. ამასთან ერთად, რამოდენიმე დღის განმავლობაში უნდა შეიზღუდოს  ნახშირწყლებისა და სუფრის მარილის მიღება. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ავადმყოფის საკვები უნდა იყოს სრულყოფილი, შეიცავდეს A, B1, B2  და C ვიტამინებს.

ახტალის კურორტზე ავადმყოფთა მკურნალობის  ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს ასევ აეროგელიოთერაპია – კლიმატო-მკურნალობის ერთ-ერთი სახე.

რევმატული პოლიართრიტი (სოკოლსკი-ბუიოს დაავადება).  რევმატიზმი მიეკუთვნება კოლოგენურ დაავადებებს, უპირატესად გულის დაზიანებით,  რევმატული პოლიართრიტი კი წარმოადგენს აღნიშნული დაავადების გამოვლენის მწვავე სტადიას.

რევმატული პოლიართრიტით დაავადებულთა მკურნალობა ახტალის კურორტზე  დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. ტალახით მკურნალობა უნდა დაინიშნოს რემისიის პერიოდში, არააქტიულ ფაზაში,  მწვავე შეტევიდან 10-12 თვის შემდეგ, დაავადების კლინიკურად გამოვლენილი ნიშნებისა  და  გულ-სისხლძარღვთა  სისტემის უკმარისობის გარეშე.

ტალახი იდება აპლიკაციის სახით ერთ ან რამოდეიმე სახსარზე. ტალახის ტემპერატურა 39-400, პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთი. პირველი 2-3 ტალახის აპლიკაცია ინიშნება დღეგამოშვებით, შემდგომ დღეებში – ორი პროცედურა ზედიზედ ერთდღიანი შესვენებით, მკურნალობის კურსი 10-12 აპლიკაცია.

ტალახით მკურნალობის დროს ზომიერად გამოხატული ბალნეოლოგიური რეაქციის დროს აბაზანებს, როგორც წესი არ წყვეტენ. უფრო გამოხატული ბალნეოლოგიური რეაქციის დროს (ტემპერატურის მომატება 380 და ზევით, ტკივილის გაძლიერება სახსრებში, რევმატული პროცესების აქტივობის გაძლიერება) უნდა შეწყდეს ტალახით მკურნალობა და ჩატარდეს მედიკამენტური თერაპია (ანტიბიოტიკები, სალიცილის, პირაზოლონური, ინდოლური პრეპარატები, ბრუფენი, ანალგინი, კორტიკოსტეროიდები და სხვ.).

გამწვავების დროს ეფექტურია სახსრების ულტრაიისფერი დასხივება ერითემული დოზებით, ასევე ანთების საწინააღმდეგო დიეტის დანიშვნა ნახშირწყლებისა და სუფრის მარილის შეზღუდვით.

ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება) განიხილება, როგორც ორგანიზმის ზოგადი დაავადება, რომლის დროსაც ხერხემლისა და პერიფერიული სახსრების  დაზიანება წარმოადგენს დაავადების ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს.

ბეხტერევის დაავადება მიეკუთვნება კოლაგენური დაავადებების ჯგუფს. ავტორთა ნაწილი ამ დაავადებას მიაკუთვნებს რევმატოიდულ ართრიტს, თუმცა უმრავლესობა თვლის, რომ უფრო მართებულია ბეხტერევის დაავადება განიხილონ, როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ფორმა.

ანკილოზირებადი სპონდილოართრიტით დაავადებულთა მკურნალობა ახტალის კურორტზე დაშვებულია დაავადების ცენტრალური და პერიფერიული ფორმების შემთხვევაში, არააქტიურ ფაზაში ან ანთებითი პროცესის აქტივობის მინიმალური და ზომიერი ხარისხის შემთხვევაში. დაავადების ადრიულ  სტადიაზე, ვიცერალური დაზიანებების არ არსებობის შემთხვევაში  ინიშნება ტალახის აპლიკაციები სეგმენტურად ხერხემალზე,  გავის ძვლის არეში და დაზიანებულ სახსრებზე. ტალახის ტემპერატურა შეადგენს 38-430, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი. მკურნალობის კურსი – 12-14 პროცედურა. დაავადების უფრო გვიან სტადიაზე, თუ შინაგანი ორგანოები არ არის  დაზიანებული, ტალახის პროცედურების რაოდენობა შეიძლება შეადგენდეს 15-20.

ფიზიოთერაპიული პროცედურებიდან კონტრაქტურის, კუნთების ატროფიის,  განვითარების, ხერხემალში  მოძრაობის შეზღუდვის თავის არიდების მიზნით,   რეკომენდებულია დიატერმიის, ინდუქტოთერმიის, ულტრაბგერების გამოყენება. სახსრებში ანთებითი ცვლილებებისას კი მიზანშეწონილია გიდროკორტიზონის ფონოფორეზის დანიშვნა. ბეხტერევის დაავადების ცენტრალური ფორმის დროს, ანთებითი პროცესის დაბალი აქტივობისა და გამოკვეთილი ტკივილის სინდრომის დროს რეკომენდებულია დიადინამიური დენის დანიშვნა. ნებისმიერი ფიზიოთერაპიული ღონისძიებები ტარდება ყოველდღიურად ან ტალახით მკურნალობის დამოუკიდებელ დღეებში. მკურნალობის კურსი 10-დან 15 პროცედურა.

ბეხტერევის დაავადების დროს ეფექტურია სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი. აღნიშნული პროცედურები უნდა ჩატარდეს სისტემატიურად.

გააგრძელეთ კითხვა

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

წყარო:

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
პერუგია, იტალია: საუკეთესო სანახაობები უმბრიის დედაქალაქში

პერუგია, იტალია: საუკეთესო სანახაობები უმბრიის დედაქალაქში

8 October, 2024
„ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ – მედიკამენტი“

„ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ – მედიკამენტი“

ოქტომბერი 8, 2024
“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 8 ოქტომბერი

“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 8 ოქტომბერი

8 ოქტომბერი 2024
როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად ფერების გამოყენებით? – 3 მარტივი გზა

როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად ფერების გამოყენებით? – 3 მარტივი გზა

ოქტომბერი 8, 2024
“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა… თადა ერეკ­ლე პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია…” – ნინო თოლორდავა

“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა… თადა ერეკ­ლე პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია…” – ნინო თოლორდავა

8 ოქტომბერი 2024
“კურორტი საირმე” გთავაზობთ უნიკალურ სამკურნალო და სარეკრეაციო გამოცდილებას, რაც საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და ისიამოვნოთ შესანიშნავი ბუნებით

“კურორტი საირმე” გთავაზობთ უნიკალურ სამკურნალო და სარეკრეაციო გამოცდილებას, რაც საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და ისიამოვნოთ შესანიშნავი ბუნებით

ოქტომბერი 8, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ოქტომბერი 7, 2024
ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ოქტომბერი 3, 2024
რა საფრთხეები შეიძლება შეგექმნათ მგზავრობის დროს და როგორ ავირიდოთ ისინი

რა საფრთხეები შეიძლება შეგექმნათ მგზავრობის დროს და როგორ ავირიდოთ ისინი

8 ოქტომბერი 2024
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი – კულტურის ცენტრალური ადგილი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი – კულტურის ცენტრალური ადგილი

ოქტომბერი 8, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები