ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„რუსთაველებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შევასრულეთ“ - ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი,...

„რუსთაველებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შევასრულეთ“ – ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება

რუსთავში მიმდინარე  მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა და თბილისის მიმართულებით, მგზავრთა  გადაყვანის ათწლეულების პრობლემა გადაწყვეტილია. საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ,  20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და  70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა.  რუსთავის ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას  ხვალიდან მოემსახურება.

ახალი მუნიციპალური ავტობუსების და მარშრუტების  პრეზენტაცია,  რუსთაველებს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა წარუდგინეს.
პრეზენტაციას რუსთავის მერის მოადგილეები,  საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების წევრები“,  მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები და რუსთაველი სტუდენტები ესწებოდნენ.

,, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით და ჩვენი გუნდის ერთიანობით, რუსთაველებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა  შევასრულეთ და  რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრთა  გადაყვანის ათწლეულების პრობლემა გადაწყვეტილია. 70 ახალი ავტობუსიდან, რომლებიც სპეციალურად რუსთავი- თბილისის მარშრუტზე რუსთაველების კომფორტული მგზავრობის მიზნით შევიძინეთ, უკვე რუსთავშია და, მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება. შესრულებულია მოსახლეობის კიდევ ერთი თხოვნა, პირველივე მარშრუტი, ძველი რუსთავიდან, ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან,  სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიამდეა განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ  რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები, დედაქალაქში  ბასლაინის ხაზზე იმოძრავებენ, რაც თბილისში გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ძალიან მალე ამოქმედდება კიდევ 3 ახალი მარშრუტი, ძალაში რჩება, უკვე მოქმედი ისნის მიმართულებაც  და ჯამში, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, რუსთაველები 5 სხვადასხვა გეზით შეძლებენ დედაქალაქში გამგზავრებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ- მინისტრს, მთავრობას, საპარლამენტო გუნდს და ჩვენს რუსთაველ პარლამენტარებს, რომ არა, ამ ადამიანების თანადგომა, ამ კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობის გაჩენას ჩვენი ქალაქისთვის, ვერ შევძლებდით”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პირველი მარშრუტი, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, ძველი რუსთავიდან, ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან,  სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიამდე განისაზღვრა. რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულების შემდეგ,  რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯამში 5 სხვადასხვა მარშრუტზე გადაიყვანს მგზავრებს –  ოთხ ახალ და მეხუთე,  უკვე არსებულ ისნის მიმართულებაზე.

,, ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი, მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფაა. პრობლემა, რომელიც არ უნდა იდგეს თანამედროვე ქალაქში და რომელიც, რუსთაველებს სამწუხაროდ ათწლეულების განმავლობაში გვქონდა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია. დღეიდან, ჩვენს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც  პრეზენტაციასაც დაესწრო და დედაქალაქში დასაქმებულ ათასობით რუსთაველს ეცოდინება, რომ სასწავლებელში, თუ სამსახურში წასვლა, მისთვის პრობლემა აღარ არის. ხვალიდან, ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი, სტაბილურად იმოძრავებს ზუსტად იმ მარშრუტზე, რა მოთხოვნაც ჩვენს თანაქალაქელებს ჰქონდათ.  სულ მალე, კი ამ მარშრუტს, კიდევ 3  მიმართულება დაემატება. ჩვენი ხელისუფლების და  გუნდის ევროპული არჩევანი, სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. ევროპული გზა, ევროპულ, თანამედროვე ქალაქებზე გადის და  ჩვენ,  მოსახლეობის მხარდაჭერით, ძალას არ ვიშურებთ,  რომ სწორედ ასეთი ქალაქი და ქვეყანა შევქმნათ,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები, დედაქალაქში  ბასლაინის ხაზზე იმოძრავებენ, რაც თბილისში გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. მგზავრობის საფასურის გადახდა, საბარათე სისტემით- რუსთავი ქარდით, საქართველოს და თი-ბი-სი ბანკის ბარათებით იქნება შესაძლებელი. დამტკიცებულია სოციალური პაკეტიც, რომლის მიხედვითაც, სტუდენტების და შშმ პირებისთვის, შეღავათიანი ტარიფია განსაზღვრული. რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი, დედაქალაქის გაჩერებების ელექტრონულ ტაბლოებზეც იქნება დატანილი. დამტკიცებულია  კიდევ 3 ახალი მარშრუტი: უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე, რომელიც ვაკესაც გაივლის, რკინიგზის სადგურამდე  და დიდუბის ავტოსადგურამდე. აღნიშნულ მარშრუტებზე სამოძრაოდ განსაზღვრული ავტობუსები, ეტაპობრივად შემოვა ქალაქში.

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრებს, თანამედროვე, შშმ პირებზე ადაპტირებული, ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება.

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
პერუგია, იტალია: საუკეთესო სანახაობები უმბრიის დედაქალაქში

პერუგია, იტალია: საუკეთესო სანახაობები უმბრიის დედაქალაქში

8 October, 2024
„ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ – მედიკამენტი“

„ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ – მედიკამენტი“

ოქტომბერი 8, 2024
“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 8 ოქტომბერი

“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 8 ოქტომბერი

8 ოქტომბერი 2024
როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად ფერების გამოყენებით? – 3 მარტივი გზა

როგორ გავზარდოთ სივრცე ვიზუალურად ფერების გამოყენებით? – 3 მარტივი გზა

ოქტომბერი 8, 2024
“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა… თადა ერეკ­ლე პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია…” – ნინო თოლორდავა

“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა 24 წელი იქნებოდა… თადა ერეკ­ლე პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლია…” – ნინო თოლორდავა

8 ოქტომბერი 2024
“კურორტი საირმე” გთავაზობთ უნიკალურ სამკურნალო და სარეკრეაციო გამოცდილებას, რაც საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და ისიამოვნოთ შესანიშნავი ბუნებით

“კურორტი საირმე” გთავაზობთ უნიკალურ სამკურნალო და სარეკრეაციო გამოცდილებას, რაც საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და ისიამოვნოთ შესანიშნავი ბუნებით

ოქტომბერი 8, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ოქტომბერი 7, 2024
ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ოქტომბერი 3, 2024
რა საფრთხეები შეიძლება შეგექმნათ მგზავრობის დროს და როგორ ავირიდოთ ისინი

რა საფრთხეები შეიძლება შეგექმნათ მგზავრობის დროს და როგორ ავირიდოთ ისინი

8 ოქტომბერი 2024
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი – კულტურის ცენტრალური ადგილი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი – კულტურის ცენტრალური ადგილი

ოქტომბერი 8, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები