როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი? – სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს

როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ხორბალი აღდგომამდე ორი კვირით ადრე, ბზობის კვირაში ითესება.

ასე რომ, სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს.

აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე ლამაზი ჯეჯილი რომ ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.

ხორბლის მარცვალი სწრაფად რომ გაღივდეს და კარგად გაიზარდოს, დათესვამდე გარეცხეთ, ოდნავ შემთბარი წყალი დაასხით და მთელი ღამე გააჩერეთ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

დილით წყალი გადაღვარეთ, ხორბალი გარეცხეთ, მოათავსეთ მინის ქილაში. ქილას თავი დააფარეთ და ხორბალი 24 საათის განმავლობაში დატოვეთ. მომდევნო დღეს ქილიდან ამოიღეთ და წყალი გადაავლეთ.

ლანგარზე (ან ნებისმიერ ჭურჭელზე, რომელზეც გვსურს ჯეჯილის გაზრდა) 2-3 სანტიმეტრის სისქეზე ჩააფინეთ ბამბა ან ჩაყარეთ სუფთა მიწა.

„ნიადაგი“ თბილი წყლით დანამეთ და ზემოდან, 1 სანტიმეტრის სისქეზე, ხორბალი მოაბნიეთ. დილა-საღამოს წყლით დანამეთ.

მოათავსეთ თქვენი ჯეჯილი ისეთ ადგილას,სადაც მზე გაანებივრებს თბილი სხივებით.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი? – სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს. 31 მარტი, 2026. https://shenisofeli.ge/როდის-და-როგორ-დავთესოთ-ს/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი? – სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 28]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%97%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a1/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network