ოთარ პაიკიძე ვანის რაიონის ერთადერთი მკვიდრია, ვინც ბამბუკზე მუშაობის ხელოვნებითაა გატაცებული

მარიამ ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა

სიყვარულით შექმნილი ბამბუკის კალათები, რომლებსაც ბაბუა პატარა შვილიშვილებთან ერთად ქსოვს.

72 წლის ოთარ პაიკიძე ვანის რაიონის ერთადერთი მკვიდრია, ვინც ბამბუკზე მუშაობის ხელოვნებითაა გატაცებული.
ის მეუღლესთან თითქმის ნახევარი საუკუნეა თანაცხოვრობს და მასთან ერთად ორ შვილიშვილს ზრდის.

ბამბუკის კალათებს ბაბუა პატარა შვილიშვილებთან ერთად ქსოვს.

ოთარ პაიკიძე ბამბუკით საყოფაცხოვრებო ნივთებს ქმნის.

ნივთების მოსაწნავად, როგორც ბატონი ოთარი ამბობს, საჭიროა 48 დღის ნაზარდი ბამბუკი. ნედლეული ოსტატს გურიიდან ჩამოაქვს, საჭირო ზომებად ანაწევრებს და გრილ ადგილას ორი დღით აყოვნებს. ასე ბამბუკი დრეკადი ხდება და დასამუშავებლად ადვილია. ბატონი ოთარი ვანის მუნიციპალიტეტში ერთადერთია, ვინც მოწნულ ნივთებს ბამბუკისგან ამზადებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და სოფლის ცხოვრება. ასახავს სოფელში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას, პრობლემებსა და წარმატებებს.
კომენტარები ჯერ არ არის