მთავარი აგრო სიახლეები ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება…

ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება…

0
ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება…
#image_title

ბუნებაში შინდი კარგად ხარობს. მისი ბუჩქი 100წელზე მეტ ხანს ცხოვრობს. ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება…

შინდს მოწონს ნახევრადჩრდილი, ვერ იტანს წყლის ჩადგომას ფესვებში, ჭირდება დრენირებული ნეიტრალური ან სუსტად ტუტე ნიადაგი-კირნარი, გაზაფხულზე დარგვა არ ვარგა, -კვირტების გაშლამდე უნდა მოესწროს, უკვე თბილ ნიადაგში, ამიტომ ირგვება შემოდგომაზე, სექტემბრის შამდეგ.
მსხმოიარობისთვის კარგი იქნება, თუ წყვილად დარგავენ.
ყვავილობა იწყება აპრილიდან, გაზაფხულზე უნდა გაისხლას, მორწყვა -ზომიერად, კვება დარგვისას,- ნეშომპალა, გაზაფხულზე, – ხის ნაცარი, ძვლის ფქვილი,
ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება მურაბა, კომპოტი, ჯემი, წვენები, მას სასარგებლო თვისებებიც აქვს – ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნიტეტის ასამაღლებელი, მატონიზირებელი, ანემიის საწინააღმდეგო ეფექტი…

მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც. ცოცხლობს 250 წლამდე. შინდი გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება ბარში, მაგრამ არც თუ იშვიათად გვხვდება იგი მთაშიც 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

შინდის ნაყოფი 10 პროცენტ შაქარს, 2-3,5 პროცენტ ორგანულ მჟავებს და 55 მგ პროცენტ ვიტამინ C-ს შეიცავს. გამოიყენება მურაბისა და კომპოტის, ხილფაფის და მარმელადის, გამაგრილებელი სასმელებისა და ლიქიორის დასამზადებლად. ნედლ და ხმელ ნაყოფებს იყენებენ როგორც საწებ-სანელებელს ხორციანი კერძებისათვის.

მიირთვით ახალი და მწიფე ნაყოფი უმად, რათა სრულად მოიწვდოს მისი გემო და სარგებელი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გამოიყენეთ ნაყოფი სალათების, სოუსების, დესერტებისა და სასმელების მოსამზადებლად.

დაარეგულირეთ მისი გემო კერძებში სხვადასხვა ინგრედიენტების დახმარებით, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი.

 

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ნაყოფი მომჟავო-მომწკლარტო-მოტკბოა, იჭმევა უმად ან მისგან მზადდება… [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9f%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here