მცენარეთა დაავადებები და მათთან ბრძოლა
ხახვის ჭრაქი – ფოთლებზე ჩნდება ყვითელი ფერის წაგრძელებული ლაქები, რომლებიც მონაცრისფრო-იასამნისფერი ფიფქით იფარება. მცენარის ღერო იგრიხება და ლპება.
ბრძოლის ღონისძიება – წამლობა იწყება, როცა მცენარე 10 სმ სიმაღლეს მიაღწევს. იწამლება 1%-იანი ბორდოს ხსნარით. წამლობა მეორდება 10-15 დღის შემდეგ.
გოგროვანთა ნაცარი – კიტრის, გოგრისა და ნესვის ფოთლებზე ჩნდება ბაცი ნაცრისფერი ლაქები, ფოთლები ყვითლდება და ჭკნება.
ბრძოლის ღონისძიება – 0,5%-იანი კოლოიდური გოგირდის ხსნარის შესხურება.
ფიტოფტოროზი (შავლაქიანობა) აზიანებს პამიდვრისა და კარტოფილის ფოთლებს, ღეროებსა და ნაყოფს.
ბრძოლის ღონისძიება – პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს ჩითილების გადარგვამდე 1-2 დღით ადრე 0,5%-იანი ბორდოს ხსნარით ან კუპროზანის 0,4%-იანი ხსნარით. გადარგვის შემდეგ უნდა შეიწამლოს 3-4-ჯერ პროფილაქტიკის მიზნით. საჭიროებისამებრ, წამლობა უნდა განმეორდეს 5-7 დღის შემდეგ 1%-იანი ბორდოს ხსნარით ან კუპროზანის 0,4%-იანი ხსნარით.
ბადრიჯნის ფომოფსისი – აზიანებს ფოთლებს, ღეროებსა და ნაყოფს.
ბრძოლის ღონისძიება – იგივეა, რაც ფიტოფტოროზის დროს.
ვაზის ჭრაქი
პამიდვრის ფიტოფტოროზი
აბზინდა – შხამქიმიკატების „კონკურენტი“
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები