კვირა, თებერვალი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიმარცვლოვანი კულტურების განოყიერება - რა არის მნიშვნელოვანი

მარცვლოვანი კულტურების განოყიერება – რა არის მნიშვნელოვანი

მარცვლოვანი კულტურების განოყიერება

მოსავლიანობის ასამაღლებლად მეტად მნი­შ­ვნელოვანია სასუქების გამოყენება. მრავალი ცდისა თუ სამეცნიერო დაკვირვების შედეგად დადგენილია, რომ 1 ჰა ნიადაგზე 18-20 ტ ნაკელისა და მინერალური სასუქის სრული დოზით შეტანა მარცვლეულის მოსავალს 5-8 ც-დან 10-15 ც-მდე ზრდის.

საშემოდგომო ხორბლის განოყიერება
ნათესებში გამოიყენება როგორც ორგანული: ნაკელი, ტორფი, კომპოსტი და სიდერატები, ანუ მწვანე სასუქები, ისე მინერალური: აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები. გარდა ამისა, მჟავე რეაქციის ნიადაგებზე შე­აქვთ კირი, ხოლო მლაშეზე – თაბაშირი.
საშემოდგომო ხორბლისთვის განკუთვნილი ნაკვეთის ერთ ჰა-ზე ძირითადი ხვნის დროს შეაქვთ 165-265 კგ ამონიუმის სულფატი, 220-340კგ სუპერფოსფატი და 60-100 კგ ქლორკალიუმი, ხოლო კულტივაციის დროს – 165-265 კგ ამონიუმის სულფატი და 70-110 კგ სუპერფოსფატი.
ხორბლის სათესი მანქანით თესვის დროს უპ­რიანია, თესლთან ერთად მწკრივში მარ­ც­ვლი­სებური სუპერფოსფატის შეტანაც 1 ჰა-ზე 0,5-0,8ც ოდენობით. სასუქისა და ხორბლის მარ­­ცვლები ერთნაირი ზომისა და სიმკვრივის უნდა იყოს, რათა თესვის დროს არ დაიშალოს და გამოთესვა არ შეაფერხოს.
საშემოდგომო ხორბლის მიმართ ეფექტია­ნია ძირითადი ხვნის დროს ნაკელის ღრმად ჩახვნა. მწირ და ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებში 1 ჰა-ზე შეაქვთ 30-40 ტ ნაკელი, შედარებით ნოყიერ ნიადაგში კი – 20-30 ტ. ნაკელი მოფან­ტვისთანავე უნდა ჩაიხნას, რათა საკვები ნივთიერებები არ დაიკარგოს.
საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობის გა­­საზრდელად საჭიროა ნათესების გამოკვება აზო­ტიანი და ფოსფორიანი სასუქებით, რაც, უმჯობესია, ჩატარდეს ადრე გაზაფხულზე, ნიადაგის გალღობამდე. 1 ჰა-ზე გამოკვების სავარაუდო ნორმაა 80-135 კგ ამონიუმის სულფატი და 110-155 კგ სუპერფოსფატი, ანდა 4-5 ტ გადამწვარი ნაკელი, 20-30 ც ფრინველის სკინტლი ან 5-6 ტ წუნწუხი. გამოკვების წინ 1 წილი წუნწუხი უნდა გაზავდეს 10 წილ წყალში და ნიადაგში სპეციალური მანქანით იქნეს შეტანილი. ამავე პროპორციით (1:10) წყალში ზავდება ფრინვე­ლის სკინტლიც; გამხმარი და დაფშვნილი სა­ხით 3 წილ მიწასთან (1:3) ერთად სათესით ან ხელით ნიადაგს უნდა შეერიოს.
შესანიშნავ შედეგს იძლევა 1 ჰა-ზე 3-5 ც ნაცრის შეტანა, ოღონდ დაუშვებელია მისი შერევა ამონიუმის სულფატთან ან გვარჯილასთან. სასუქების შეტანის დამთავრებისთანავე ჯეჯილი უნდა დაიფარცხოს.

საგაზაფხულო ხორბლის განოყიერება
საგაზაფხულო ხორბლისთვის საჭირო ადვილად ხსნადი მინერალური სასუქები შეაქვთ მზრალის (შემოდგომით მოხნული, გაზაფხულზე დასათესად გამზადებული მიწა) კულტივაციის დროს ან თესვისწინა ფარცხვისას. მზრალის კულტივაციის დროს შესატანი სასუქის სავარაუდო ნორმებია: 1 ჰა-ზე 150-200 კგ სუპერფოსფატი და 40-60 კგ ქლორიანი კალიუმი, ხოლო თესვისწინა დამუშავებისას 1 ჰა-ზე 150-250 კგ ამონიუმის სულფატი და 70-110 კგ სუპერფოსფატი. მზრალად ხვნის დროს შესაძლებელია ნაკელის შეტანაც, რომელიც გუთნით ღრმად უნდა ჩაიხნას. მწირ, ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებს ანოყიერებენ 30-40 ტ ნაკელით, ხოლო შედარებით ნაყოფიერს – 20-30 ტ. საგაზაფხულო ხორბლის თესვისას 1 ჰა-ზე 10კგ თესლთან ერთად შეაქვთ გრანულარული სუპერფოსფატიც.

სიმინდის განოყიერება
ცნობილია სიმინდის განოყიერების სა­მი ხერხი: ძირითადი განოყიერება, თესვისას მწკრივ­ში განოყიერება და გამოკვება.
ძირითადი განოყიერების დროს იყენებენ ფოსფორ-კალიუმიან სასუქებსა და ნაკელს. სა­­სუ­ქები მთელ ფართობზე თანაბრად მოიბნე­ვა ხე­ლით ან მანქანით. სასუქის შეტანა გაცი­ლე­ბით ეფექტურია მოხვნის წინ, თესვისწინა კულ­ტივაციამდე ან დაფარცხვის წინ.
სიმინდის კვადრატულ-ბუდობრი­ვი თე­ს­ვი­­სას 1 ჰა-ზე შეაქვთ სასუქი შემდეგი რა­ოდე­ნობით: 20-30 კგ სუპერფოსფატი, 15-20 კგ ამო­ნიუმის გვარჯილა და 10-15 კგ ქლო­რიანი კალიუმი, რაც თითოეულ ბუდნაში ნა­რევის 2-3 გ-ს შეადგენს.
სიმინდის გამოკვება ტარდება ერთხელ ან ორჯერ აზოტიანი, ფოსფორიანი და ორგანული სასუქებით, რომლებიც შეაქვთ რიგებს შორის ხელით ან მანქანით. ნიადაგური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით 1 ჰა-ზე გამოიყე­ნება 30-40 ტ ნაკელი. ნაკელის ნაკლებობის შემთხვევაში 1 ჰა-ზე შეაქვთ 8-10 ტ, ხოლო თითოეულ ბუდნაში თესვისას – 200-250 გ ნაკელი.
სუსტ მჟავე და ნეიტრალურ ნიადაგებზე სიმინდი უკეთესად იზრდება და კარგ მოსავალს იძლევა. მჟავე რეაქციის ნიადაგებზე შეაქვთ 3-4 ტ დაფქული კირქვა, რომელსაც ნიადაგის ზედაპირზე მოაბნევენ და ღრმად ჩახნავენ. ამგვარად შეტანილი კირი 10-20 წლის მანძილზე მოქმედებს.
მწკრივში თესვისას 1 ჰა-ზე შეაქვთ: 50-75კგ ამონიუმის სულფატი, 50-75 კგ სუპერფოსფატი და 20-30 კგ ქლორიანი კალიუმი. თესვის დროს უპრიანია გრანულარული სუპერფოსფატის გა­მოყენება.
სიმინდის გამოსაკვებად სასუქის შეტა­ნის­თა­ნავე ტარდება რიგთაშორისების კულტივაცია – გათოხნა და რწყვა. სიმინდის გამოსაკვებად საუკეთესოა ფრინველისა და პირუტყვის ნაკელი. 1 ჰა-ზე შეაქვთ 2-3 ც სკინტლი და 4-5 ტ ნაკელი. ნაკელისგან ამზადებენ წუნწუხსაც – აზავებენ წყალში პროპორციით 1:10 და რამდენიმე დღით ტოვებენ დასადუღებლად. სიმინდის თითო­ეულ ძირზე შეაქვთ 0,5-1 ლ წუნწუხი და კვლებს მიწას აყრიან.

ხორბალი – პური დედამიწის მცხოვრებთა დაახლოებით მესამედის ძირითადი საკვებია

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

სად იპოვნით საუკეთესო კრუასანებს პარიზში

16 February, 2025
ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში –  9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტი საქართველოში – 9 კლინიკამ “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი მიიღო

თებერვალი 15, 2025
“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

“თვალში მყავდა ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც ადგილი შეიცვალა! ვიცი, რომ მოსასმენად რთული ამბავია…” – რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალში პარაზიტი აღმოაჩნდა

14 თებერვალი 2025
“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

“თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო” – რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ ბაღში გაზაფხულის დამდეგს

თებერვალი 15, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

თებერვალი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

რისგან უნდა შედგებოდეს თქვენი შვილის ლანჩბოქსი? – იდეები

თებერვალი 16, 2025
ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

ჯენიფერ ლოპესი – მრავალმხრივი ტალანტის გზაჯვარედინზე

თებერვალი 16, 2025
ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

15 თებერვალი 2025
როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

როგორია ქირის ფასი თბილისში — ფასები უბნების მიხედვით

თებერვალი 16, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები