სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიკახური ღორი უძველესი ენდემური ჯიშია

კახური ღორი უძველესი ენდემური ჯიშია

კახური ღორი

კახური ღორი უძველესი ენდემური ჯიშია; მომთაბარე ტიპს განეკუთვნება, გარემო პი­რო­ბებს ადვილად ეგუება. ამიტომაც ითვლებოდა ძირითად ჯიშად ახმეტის, თელა­ვის, ყვარლის, გურჯაანის, თიანეთის, დუშეთის, თეთრიწყაროს რაიონებში.

ნაკლებმომ­თხოვნია, იკვებება ტყის მცენარეთა ნაყოფით, ფესურებით. არც მღრღნელებსა და კალიებს „იწუნებს“. მის საკვებად იყენებენ აგრეთვე თავთავიანი კულტურების ნაწვე­რალს. კერატის ცოცხალი წონაა 110-დან 160 კგ-მდე, ნეზვისა 95-დან 130 კგ-მდე, მაკეობს წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე, ყრის 7-8 გოჭს. მაღალხარისხოვანი მჭლე ხორცი აქვს, რომლის წმინდა გამოსავალი 63-64%-ია, ქონისა – 20-21%.
დღესდღეობით კახური ღორი განადგურების ზღვარზეა. თუ ვინმემ არ შეიწუხა თავი და ეს, საქართველოს პირობებისათვის საუკეთესო ჯიში არ გადაარჩინა, შეიძლება სრულიად გაქრეს.

კახური ღორი უძველესი ენდემური ჯიშია

როგორ გავზარდოთ გოჭი?

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#drpkhakadze

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები