სამშაბათი, ივლისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიკალანჰოე გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება ჩირქოვანი პროცესების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, კანის გადანერ­გვის...

კალანჰოე გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება ჩირქოვანი პროცესების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, კანის გადანერ­გვის დროს.

კალანჰოე

ეს მშვენიერი, ხასხასა წითელი ყვავილების მქონე ოთახის მცენარე ველურად დღესაც იზრდება ავსტრალიის, ახალი გვინეის, აფრიკის, ცენ­ტრალური ამერიკის, აზიის ტროპიკებში. ამ გვა­რის წარმომადგენლები მარადმწვანე მრავალწლოვანი ბალახოვანი ან ნახევრად ბუ­ჩ­ქებია. გვარში 200 სახეობაა, ყველა დეკორატიულია.
საქართველოში, კერძოდ აჭარაში, კულტივი­რებულია ფრთისებრფოთლოვანი კალანჰოე, რო­­გორც ცნობილი სამკურნალწამლო მცე­ნა­რე. სამკურნა­ლოდ გამოიყენება მცენარის მი­წის­ზე­და ნაწილებისგან გამოწურული წვენი. ახალ­მოკრეფილ ღეროსა და ფოთლებს რეცხავენ გამდინარე წყალში და ინახავენ ბნელ ადგილას 5-7º ტემპერატურის პირობებში არა უმეტეს 7 დღისა, წვრილად აქუცმაცებენ, წვენი რომ ადვილად გამოიწუროს, აჩერებენ 4-10º-ზე, ფილტრავენ, ასტერილებენ და აკონსერვებენ სპირტით, რის შემდეგაც ჩამოასხამენ ამპულებში ან ფლაკონებში.
კალანჰოე გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება ჩირქოვანი პროცესების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, კანის გადანერ­გვის დროს. ხმარობენ პანარიციუმის (დუდკოს), ფურუნკულოზის მკურნალობისას ტამპონებისა და სახვევების სახით. კალანჰოეს წვენი გამოიყენება აგრეთვე წითელი ქარით დაავადებულთა მკურნალობის კომპლექ­სში. ოფთალმოლო­გიაში – რქოვანას ეროზიის დროს, თვალის ბადურის პიგმენტური დეგენერაციისას. ნატურა­ლურ წვენს, 1:1 გაზავებულს, აწვეთებენ თვალში ჯიბლიბოს სამკურნალოდ. მეძუძურ ქალებს, ყოველი მო­წოვების შემდეგ, 2-3 წვეთს აწვეთებენ დამ­სკდარ ძუძუსთავ­ზე. სტომატოლოგი­აში ხმარობენ გინ­გი­ვიტების, პა­რო­დონ­ტოზისა და სტომატიტის სამკურნალოდ.
ოჯახის პირობებში ისევე ამზადებენ კალანჰოეს წვენს, როგორც ქარხნული წესით. ოღონდ ოჯახში არ აკონსერვებენ, წვენს ნატურალური სახით ინახავენ მაცივარში, ქვედა თაროზე, თავდახშულ მინის ჭურჭელში. ამ შემთხვევაშიც წვენი აუცილებლად იფილტრება. ხმარობენ უშუალოდ ფოთლებსაც, რომლის ზედაპირს ააფხე­კენ და ადებენ დამწვრობაზე თუ ჭრილობებზე; კალანჰოე სწრაფად აჩერებს სისხლდენას და ხელს უშლის დაჩირქებას. წვენი გამოიყენება აგრეთვე ეგზემისა და კანის ჩირქოვანი ა­ნთებების სამკურნალოდ.
ვენების გაგანიერების სამკურნალოდ, 0,5-ლ-იან ბოთლში ნახევრამდე ჩაყარეთ წვრი­ლად და­ქუცმაცებული ფოთლები და ბოლომდე შე­ავსეთ 40%-იანი სპირტით, გა­აჩერეთ 1 კვირის განმავლობაში სიბნელეში, პერიოდულად შეანჯღრიეთ ხოლმე. გაწურული ნაყენი თავდახშული ბოთლით შეინახეთ კარადაში (სიბნელეში). ძილის წინ ნა­ყენით დაასველეთ ბამბა და წაისვით ქვემოდან ზემოთ – ქუსლიდან მუხლისკენ; ვე­ნების ბადის გასაქრობად მკურნალობენ 4 თვის განმავლობაში.
კალანჰოეს ნერგები ქოთნიანად იყიდება საყ­ვავილე მაღაზიებში. კალმები ადვილად ფეს­­ვიანდება წყალში, ამის შემდეგ გადააქვთ ქოთ­ნებში.

კაქტუსი – ყველასათვის ცნობილია საოცარი შეფერილობისა და ულამაზესი ყვავილების მქონე კაქ­ტუსები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები