ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისაზოგადოებაიმერეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა

იმერეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა

იმერეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა. რეგიონისთვის ახალი ავტობუსების შეძენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა. ამ ეტაპზე იმერეთს 12 ახალი ავტობუსი დაემატა და 5 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.

ახალი სამგზავრო ავტობუსები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კომფორტულად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.

,,ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ერთობლივად შევიძინეთ 12 ძალიან კომფორტული და კეთილმოწყობილი ავტობუსი, რომელიც იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში გადანაწილდა. ხვალიდან ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლებათ იმგზავრონ ამ ავტობუსებით ძალიან კომფორტულად თავიანთ ქალაქებში. რა თქმა უნდა პროცესი გრძელდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტს მივაწოდოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტი, რომლითაც ჩავანაცვლებთ კერძო სექტორს და გვექნება მუნიციპალური ტრანსპორტი ადგილზე“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. პროგრამა, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას ემსახურება, რისთვისაც თანხები როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

აღნიშნული პროექტი „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას ითვალისწინებს, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გადანაწილდება.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. იმერეთის რეგიონს ახალი ავტობუსები გადაეცა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network