შაბათი, სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროთუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტრით გაიზრდება

თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტრით გაიზრდება

დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც თუშეთის დაცული ლანდშაფტის 2245 ჰექტრით გაფართოებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღების შედეგად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობი 34 280 ჰექტარი იქნება.

კანონპროექტის თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცევა სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც მეტად მნიშვნელოვანია რადგან სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია თავისი მდებარეობით ერთგვარ მაკავშირებელ დერეფანს ქმნის ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალს, ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს შორის, რაც მთლიანად ამ ვრცელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ეკოლოგიური პროცესების უწყვეტობას.

სოფელ ტბათანისთვის და მის მიმდებარე ტერიტორიისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი ეფუძნება „თუშების სათემო საბჭოს“ წინადადებას და შეთანხმებულია ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობასთან.

გაფართოებულ არეალზეც გავრცელდება დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს ორი საუკუნის განმავლობაში აქ არსებული დასახლების ისტორიული იერსახის აღდგენას, ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის წახალისებას და ეკოტურიზმის პოტენციალის გაუმჯობესებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში შექმნილია სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორია და მათი ფართობი 912 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.1%-ია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. საქართველოს პარლამენტში წარდგენილია „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, მიმდინარე წელს განხორციელდება კვლევები სამეგრელოსა და ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიების დაარსების და ასევე რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოების მიმართულებით. ვაგრძელებთ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. წელს დასრულდება 15 დაცულ ტერიტორიაზე 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც 30 მლნ. ლარზე მეტი იქნა გამოყოფილი. ასევე წელს სულ მცირე 10 ლოკაციაზე შეიქმნება ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა რისთვისაც 10 მლნ. ლარი იქნება მიმართული.

დაცული ტერიტორიების სწორის განვითარების პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა 1 070 000 ვიზიტორი, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
საბერძნეთის ამ საოცარ რეგიონში ადგილობრივები ისვენებენ: ცისფერი წყალი, ლამაზი სოფლები და გემრიელი საკვები

საბერძნეთის ამ საოცარ რეგიონში ადგილობრივები ისვენებენ: ცისფერი წყალი, ლამაზი სოფლები და გემრიელი საკვები

6 September, 2024
მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმის, ლუვრის 10 საიდუმლო

მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმის, ლუვრის 10 საიდუმლო

31 August, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა

დიაბეტის მართვა, წონის დაკლება და ალცჰაიმერის პრევენცია: GLP-1 აგონისტების ახალი ერა

სექტემბერი 6, 2024
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს არ იწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები თავის ტვინის კიბოს არ იწვევს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

6 სექტემბერი 2024
უკრაინელმა ჯარისკაცებმა პროთეზით კიევში მოდის კვირეული გახსნეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა პროთეზით კიევში მოდის კვირეული გახსნეს

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
ომბრეს ეფექტი ინტერიერში

ომბრეს ეფექტი ინტერიერში

სექტემბერი 7, 2024
საწოლი მისაღებ ოთახში — როგორ მოვაწყოთ საძინებელი პატარა ბინაში

საწოლი მისაღებ ოთახში — როგორ მოვაწყოთ საძინებელი პატარა ბინაში

სექტემბერი 7, 2024
უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – სასწაულები, რომელიც დირბის ღვთისმშობელს უკავშირდება

7 სექტემბერი 2024
რას ურჩევენ ახალბედა მოსწავლეების მშობლებს ფსიქოლოგები

რას ურჩევენ ახალბედა მოსწავლეების მშობლებს ფსიქოლოგები

7 სექტემბერი 2024
VIDEO: თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მამას შეხვდა – ემოციური კადრები

VIDEO: თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მამას შეხვდა – ემოციური კადრები

7 სექტემბერი 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვის- ბებიების რეცეპტი

ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვის- ბებიების რეცეპტი

სექტემბერი 7, 2024
პროდუქტები რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა აგვისტოში

პროდუქტები რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა აგვისტოში

სექტემბერი 6, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
ნიკოლ კიდმანი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე Schiaparelli-ს კაბით ბრწყინავდა

ნიკოლ კიდმანი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე Schiaparelli-ს კაბით ბრწყინავდა

სექტემბერი 7, 2024
უცნობი ამბები კასია სმუტნიაკზე

უცნობი ამბები კასია სმუტნიაკზე

სექტემბერი 6, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
მარილის საბადო –  რუმინეთის ისტორიული სამთო მუზეუმის საიდუმლო და უნიკალური ატმოსფერო

მარილის საბადო – რუმინეთის ისტორიული სამთო მუზეუმის საიდუმლო და უნიკალური ატმოსფერო

7 სექტემბერი 2024
რა უნდა ვნახოთ ბრაზილიაში — 5 მთავარი ღირსშესანიშნაობა

რა უნდა ვნახოთ ბრაზილიაში — 5 მთავარი ღირსშესანიშნაობა

6 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
როგორია ჰაერი თბილისში – უბნების მიხედვით

როგორია ჰაერი თბილისში – უბნების მიხედვით

სექტემბერი 6, 2024
თბილისი – საუკეთესო ხედები და ადგილები

თბილისი – საუკეთესო ხედები და ადგილები

სექტემბერი 5, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები