ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიზოგიერთი რამ ბოცვერსა და მებოცვრეობაზე

ზოგიერთი რამ ბოცვერსა და მებოცვრეობაზე

ზოგიერთი რამ ბოცვერსა და მებოცვრეობაზე

მიუხედავად იმისა, რომ ბოცვერი და კურ­დღელი ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან და შესახედავადაც გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს, მაინც სხვადასხვა გვარს მიეკუთვნებიან და ბევრი რამითაც განსხვავდებიან. ში­ნაური ბოცვრების წინაპრები დღესაც არსებობენ და შესანიშნავად გრძნობენ თავს ევროპის ბევრ ქვეყანაში, აზიაში, აფრიკაში. ბოცვრების სამშობლოდ მიჩნეულია ესპანეთი. ბოცვრის მა­კეობის ხანგრძლივობა 28-30 დღეა, კურდღლი­სა 50-52 დღე; კურდღლის ბაჭიები იბადებიან თვალ­ახელილნი და ბეწვით შემოსილნი, ბოც­ვრისა – შიშვლები და თვალაუხელელნი. კურდღლები აწოვებენ რამდენიმე დღეს, ბოცვრები 30-45 დღეს. ველური ბოცვრები ც­ხო­ვ­რობენ სოროში დიდ ჯგუფად, კურდღლები კი სოროს საერთოდ არ იკეთებენ.

ზოგიერთი რამ ბოცვერსა და მებოცვრეობაზე

ბოცვრის ბაჭიები 5-7 დღის შემდეგ ბეწვით იმოსებიან, 9-10 დღის შემდეგ თვალებს ახე­ლენ; პირველი 3 კვირის განმავლობაში ბოცვრის ბა­ჭიები მხოლოდ ძუძუთი იკვებებიან.
კარგი კვების პირობებში ბაჭიები 3,5-4 თვის ასაკში 2,8-3,3 კგ-ს აღწევენ. 8-10 თვის ბაჭიები უკვე ზრდასრულნი არიან. მათ გამრავლების მიზ­ნით მხოლოდ 3-4 წელს ინა­ხავენ. დასაკლავი ფაზა 3,5-4 თვეა.
ბოცვრების ზომა და წონა ჯიშების მიხედვით­ სხვადასხვაა და მერყეობს 2,5 კგ-დან 8 კგ-მდე (ცო­ცხალი წონა).
ბოცვერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალნაყო­ფი­ერი ცხოველია, ერთი დედალი წელიწადში 50-60 ბაჭიას შობს. ხუთი დედლის ნამრავლი სრუ­ლიად საკმარისია 4-5-სულიანი ოჯახის ხორცით გამოსაკვებად მთელი წლის განმავლობაში. მისი ხორცი რეკომენდე­ბულია ნებისმიერი დიეტის დროს იმიტომ, რომ მასში, სხვა ხორცთან შედარებით, ქოლესტერინი ყველაზე ნაკლებია, ცილების შემცველობა კი ყველაზე მეტი.
ეს მცირე მონაცემებიც საკმარისია იმისთვის, რომ მეურნე კაცი დაინტერესდეს მებოცვრეობით. რა თქმა უნდა, დასაწყისში ყოველგვარი საქმიანობა ძნელია, კონსულტაციებს ჩვენ მო­გაწ­ვდით `მამულ-დედულის~ მეშვეობით. თქვენს მამულში ჩადგით ბოცვრებისათვის განკუთ­ვნი­ლი გალიები თავისი საკვებურებითურთ. ნაკ­ვეთში იმდენი საკვების მოპოვება შეიძლება, როგორც კულტურული მცენარეების ნარჩენების, ისე სარეველების სახით, რომ ბოცვრების საკვების 50% შინ გექნებათ, დანარჩენს კი, რა თქმა უნდა, შეიძენთ. კარგად მოვლილი ფერმა სულ მალე დაფარავს თქვენს ხარჯებს და დიდ სარგებელსაც მოგიტანთ. ბოცვრების მხოლოდ ხორცი როდია შემოსავლიანი, მისი ნავარცხნი ბეწვი და ტყავი – თუ თქვენი ბოცვრები ჯიშია­ნები არიან – ნამდვილად კარგ შემოსავალს მოგცემთ. მაგრამ თუ ხელმარჯვე კაცი არა ხართ და იმის უნარი არ შეგ­წევთ, დამოუკიდებლად მოაწყოთ ფერმა, ჯობს, საქმე არც წა­მოიწყოთ.
ვისაც შრომა არ გეზარებათ და სახელოსნო იარაღების ხმარებაც იცით, გააკეთეთ, რასაც ქვემოთ გირჩევთ. დაიცავით ყველა ძირითადი პირობა და თქვენი საქმე წარმატებული იქნება.
მაშ ასე, გამონახეთ თქვენს ნაკვეთში მშრა­ლი ადგილი, რომელსაც წვიმის დროს დატბორ­ვა არ ემუქრება. იმისთვის, რომ გალიები დაცული იყოს ქარისა და ზაფხულში მცხუნვარე მზის პირდაპირი სხივებისაგან, ჩადგით ისინი ან ხეებით შემოვლებულ ად­გილებზე, ან სპეციალურად გააშენეთ ნარგაობა.
გალიები იდგმება ფასადით აღმოსავლეთით ან დასავლეთით ისე, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მზის სხივი ხვდებოდეს გალიებს.

ზოგიერთი რამ ბოცვერსა და მებოცვრეობაზე

გალიები ააგეთ სამშენებლო მასა­ლების ნარ­ჩენებით: მორების ჩა­მონახერხებით, ყავრით, სხვა საქმეში გამოუსადეგარი ფიც­რებით, აგურით და ა.შ.
თუ ყავრით აშენებთ, მისი სისქე უნდა იყოს 2 სმ, კარებისათვის ხმარობენ 3 სმ სის­ქის ფიც­რებს.
დიდი ზომის ზრდასრული სახორცე-საბეწვე ჯიშის ბოცვრების შენახვა ჯობია ერთ ან ორგანყოფილებიან გალიებში. გალიის ზომებია: სიგრძე – 80-130 სმ, სიგანე – 60-70 სმ. ასეთ გალიაში შეგიძლიათ იყოლიოთ დედა კურდღელი თავისი ბაჭიებით, ცალკე გალიაში გადასმის პერიოდამდე, ან 6-8 სასაქონლო ბოცვერი 3 თვის ასაკამდე, ან 1 მამალი ბოცვერი.
მამლების შესანახად აშენებენ მრგვალი ფო­რ­მის 70-75 სმ დიამეტრისა და 70 სმ სიმაღ­ლის გალიებს. იატაკს აგებენ ვიწრო ფიცრებით ან ხა­ოიანი პლასტმასის მასალით.
მოზარდებისათვის მიზანშეწონი­ლია ჯგუფური შენახვა. მათი გალიის ზომები დამოკიდებულია მათ რაოდენობაზე. ყველაზე მისაღებია 170სმ სიგრძის, 70 სმ სიგანისა და 35-60 სმ სი­მაღ­ლის გალია. იქ შეიძლება მოთავსდეს 10 სა­­სა­ქონ­ლო ბოცვერი. ყოველ გალიაში ათავსებენ ერ­­თი სქესის, ასაკის და დაახლოებით ერთი წო­ნის მო­ზარ­დებს. მო­ჩ­ხუბ­რებს ათავსებენ ცალ­კე. სი­სუფ­თავის დასაცავად, რაც ყველაზე მთა­ვა­რია, საუკეთესოა ორმაგი იატაკი – ქვეშ ბა­დე და ზე­მოდან მოძრავი იატაკი, რომლის აღე­ბა-დადებაც შეიძლება.
საუკეთესო სახორცე-საბეწვე ჯი­შებად ითვლება: თეთრი გოლიათი – სიგრძე 60სმ, ცოცხა­ლი წონა – 5,1 კგ; რუხი გოლიათი – სიგრძე 60-61 სმ, წონა 5 კგ; საბჭოური შინშილა – სიგრძე 62სმ, ცოცხალი წონა 5 კგ და სხვ.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სარეველად ითვლება ყოველი მცენარე, რომელიც დამუშავებულ მიწაზე მამულის პატ­რონის სურვილის გარეშე ხარობს და, როგორც წესი, დიდ ზიანს აყენებს მეურნეობას და მნიშვნელოვ­ნად ამცირებს მოსავალს

author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები