სამშაბათი, აპრილი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროდავით სონღულაშვილი ზუგდიდში, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა

დავით სონღულაშვილი ზუგდიდში, თხილის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის „ჯიმა ნუთსში“ თხილის გადამმუშავებელ საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, თხილის წარმოება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. მინისტრის განცხადებით, ფაროსანა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება; სამინისტრო წელსაც აქტიურ სამუშაოებს განახორციელებს მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით, თუმცა, კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ადგილობრივი ფერმერების აქტიურობა.
კომპანიის „ჯიმა ნუთსი“ თხილის გადამმუშავებელი საწარმო, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, 2020 წელს ამოქმედდა. კომპანიამ საწარმოს შექმნისათვის 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში, სადაც დასაქმებულია 35 ადამიანი, 1500 ტონა გაუტეხავი თხილის გადამუშავებაა შესაძლებელი.
სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, თხილის საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა BRC დაინერგა. 2022 წლიდან, კომპანია წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს, ძირითადად, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები