ხუთშაბათი, აგვისტო 27, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისამინისტრო„გურიაში, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი დაარსდება“

„გურიაში, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი დაარსდება“

მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორიის – გურიის ეროვნული პარკის შექმნის მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი.

„დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ორჯერ გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი; მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ვაგრძელებთ. მიმდინარეობს კვლევები სხვა რეგიონებში დაცული ტერიტორიების შექმნასთან მიმართებაში; აქტიურად ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან. გვქონდა საჯარო განხილვები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. შემუშავებული პროექტის მიხედვით, გურიაში დაარსდება ეროვნული პარკი, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე. ამ ფართობის დიდი ნაწილი მოიცავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 13 ათასი ჰექტარი და დაახლოებით 2 ათასი ჰექტარი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გურიის ეროვნული პარკის შექმნა, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებებით სხვადასხვა საქმიანობაში მოსახლეობის ჩართვის კუთხით.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. „გურიაში, დაახლოებით, 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი დაარსდება“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-15-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network