გოგრის მოვლა-მოყვანა
გოგრას, სხვა დადებით მახასიათებლებთან ერთად, კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს, – ის ითესება სხვა კულტურებთან, მაგალითად, სიმინდთან ერთად. ამით მეორე კულტურასაც ამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით და სამეურნეო ტერიტორიაც ეკონომიურად გამოიყენება.
ნიადაგის დამუშავება
აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგი უნდა მოიხნას შემოდგომაზე, დასავლეთ საქართველოში ადრე გაზაფხულზე. მოხვნის სიღრმე 30-35 სმ.
ნიადაგის გაფხვიერება
ნიადაგის გაფხვიერება/დაფარცხვას მიამართავენ აპრილში, გამოიყენება დისკებიანი კულტივატორი, კბილებიანი ფარცხი ან დანებიანი კულტივატორი.
თესვა და ჩითილების გამოყვანა
აპრილის პირველ ან მეორე დეკადაში ითესება ერთჯერად ჭიქებში ან სპეციალურ კასეტებში, კასეტებში იყრება ნეიტრალური რეაქციის მქონე ტორფის სუბსტრატი და აგრო პერლიტის ნაზავი, გოგრის კულტურის თესლები ითესება 2-3 სმ სიღმრეზე. ჩითილები უნდა გამოვიყვანოთ საჩითილეებში რომ დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმი. საზამთრო შეიძლება მოვიყვანოთ პირდაპირ ღია გრუნტში დათესვით. ღია გრუნტში ითესება აპრილის თვეში, თესვის სიღრმე 6-7 სმ.
ჩითილების მოვლა
მოიცავს მორწყვას, დაცვას დაბალი ტემპერატურების ზემოქმედებისაგან, დაცვას მავნებელბისაგან:
მახრები, ჭიჭინობელა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება ფორსი, პირინექს სუპერი, პრიბანი, დურსბანი და სხვა მათი ანალოგები. ფესვის სიდამპლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება: პრევიკურ ენერჯი, პროპაკური, აპრონ XL ან სხვა მათი ანალოგები.
ჩითილების გადარგვა
გადარგვა ხდება აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში, ამ დროს ჩითილები არიან 15-18 სმ სიმაღლის, 20-30 დღის ასაკის. მცენარეთა გადარგვა ხდება ტენიან ნიადაგში, მწკრივად დარგვისას მწკრივებს შორის მანძილი 2-3 მეტრია, მწკრივებში მცენარეებს შორის მანძილი 1,5-2 მეტრი.
მცენარეთა მორწყვა
გადარგული მცენარეები ირწყვება 10-15 დღეში ერთხელ (კლიმატური პირობებისა და საჭიროების მიხედვით). მთელი ვეგეტაციის მანძილზე მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ირწყვება 4-5 ჯერ.
სარეველების მოცილება და ნიადაგის გაფხვიერება
გადარგვიდან ორი კვირის შემდეგ ივნისის დასაწყისში მიმართავენ რიგთაშორისების პირველ გაფხვიერებას და სარეველების მოცილებას. ამავე დროს ტარდება მცენარეთა დამატებითი გამოკვება მინერალური და ორგა- ნული სასუქებით ნიადაგის ქიმიური ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე. ნიადაგის გაფხვიერება შესაძლებელია დაგვჭირდეს 2-3 ჯერ.
ბიოლოგიური თავისებურება
გოგრის თესლი შეიძლება იყოს თეთრი, მოყვითალო-თეთრი, მიხაკისებური-თეთრი, მორუხო-თეთრი. აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 6-8 წელი.
აქვს მძლავრი ფესვთა სისტემა, რომელიც შედგება ნიადაგში 1-1,7 მ ჩაღრმავებულ მთავარღერძა ფესვისა და გვერდით, დამატებითი ფესვებისაგან. მათი ძირითადი ნაწილი განლაგებულია 40-50 სმ სიღრმეზე, ცალკეულ ფესვებს კი შეუძლიათ გავრცელდნენ 4-5 მ სიღრმეზე.
ჰორიზონტალური გვერდითი ფესვები ღეროდან 4-5 მ რადიუსით ვრცელდება. ერთი მცენარის ფესვების საერთო სიგრძე 25კმ-ს აღწევს, ზოგჯერ მცენარის ფესვთა სისტემა 12მ3 მოცულობის მიწას იკავებს.
ღერო გრძელი 4-5მ და უფრო მეტ სიგრძეს აღწევს, რომლისგანაც იწყება პირველი, მეორე და მომდევნო რიგის განტოტვა. გვხვდება ბუჩქისებური ფორმებიც, რომლებსაც აქვთ კომპაქტური დაბუჩქული ღერო (ყაბაყი, პატისონი), ფოთლები დიდი ზომისაა 25სმ სიგანეში, გრძელი ყუნწებით.
პირველი ფოთლის უბეში ვითარდება ულვაშები და ყვავილები. ყვავილები დიდი ზომისაა, ცალკეულად მსხდომნი, ყვითელი ან ნარინჯისფერი. ჯიშების მიხედვით მდედრობითი ყვავილები მეტად მრავალფეროვანი ფორმისაა. გოგრის ყვავილი ენტომოფილია ძირითადად იმტვერება ფუტკრების მიერ.
გოგრას აქვს დიდი ზომის ნაყოფი, რომელიც არა მარტო დანარჩენ გოგროვნებს აღემატება, არამედ დედამიწაზე არსებულ ყველა მცენარის ნაყოფს. მისი მასა უმთავრესად 4-10 კგ-ია, მაგრამ ცალკეული ნაყოფები 100 კგ-ს აღწევს (დიდნაყოფა გოგრა).
გოგრის ფორმა და ფერი მეტად მრავალფეროვანია. ნაყოფის ფორმა შეიძლება იყოს მრგვალი, მობრტყო, ცილინდრული, ელიფსური, კვერცხისებური, ჩალმისებური, ხურჯინისებური, თეფშისებური და სხვ. ნაყოფის ზედაპირი სადაა ან დაკუთხული, დასეგმენტებული, ვარაყიანი ან უვარაყო, მეჭეჭიანი და სხვ. ფერის მიხედვით: ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, თეთრი, რუხი, მიხაკისფერი და ა.შ.
გოგრა სითბოს და ტენის მოყვარული მცენარეა. მისი თესლი გაღივებას იწყებს 13-140C-ზე, მაგრამ აღმოცენებისათვის საუკეთესო ტემპერატურაა 20-250C. სითბოსადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიცოცხლის დასაწყისში, -10C-ზე მცენარე იღუპება.
ითესება ნიადაგის (10-12 სმ-ს სიღრმეზე) 10-13°C-მდე, ხოლო ჰაერის 15°C-მდე გათბობის შემდეგ.
ზრდისათვის აუცილებელია 13-150C- ზე მაღალი ტემპერატურა. ნაყოფების ფორმირებისას კი ოპტიმალური ტემპერატურა 25-270C-ის ფარგლებშია.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნესვთან და საზამთროსთან შედარებით გოგრა სითბოს უფრო ნაკლებად მომთხოვნია. ტენისა და ნიადაგის ნოყიერების მიმართ კი პირიქით, მათზე მეტად მომთხოვნია.
გოგრა ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობის მომთხოვნი მცენარეა. ნიადაგში ტენის ნაკლებობისას ნაყოფი გამოდის წვრილი და მიიღება მცირე მოსავალი. ტენის სიჭარბე კი ხელს უწყობს მცენარის სოკოვანი დაავადებებით დაზიანებას. მიუხედავად წყლისადმი დიდი მოთხოვნილებისა და შესაბამისად წყლის ხარჯისა, ღრმა, ტენტევად და ნაყოფიერ ნიადაგებზე, მძლავრი ფესვთა სისტემის მეშვეობით, გოგრას შეუძლია მორწყვის გარეშეც მაღალი მოსავლის მოცემა.
გოგრა სინათლის მოყვარული მცენარეა და კარგად ხარობს გაშლილ, დაუჩრდილავ, ქარებისგან დაცულ ადგილებში.
გოგრა მოითხოვს ღრმად დამუშავებულ და კარგად განოყიერებულ ნიადაგს. შემოდგომაზე ძირითადი მოხვნის დროს ჰა-ზე შეაქვთ 60-80ტ ნაკელი და კომპოსტი.
გაზაფხულზე ნიადაგის დამუშავებისას ჰა-ზე შეაქვთ 250 კგ სუპერფოსფატი, 200 კგ კალიუმის ქლორიდი. დათესვამდე ნაკვეთს ინარჩუნებენ სარეველებისგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში, რისთვისაც ნიადაგს 2-3-ჯერ აფხვიერებენ ფარცხით ან თოხით.
დათესვამდე ნაკვეთს ამარკერებენ, იღებენ 10-12 სმ სიღრმის ბუდნებს, რომლებსაც სახეობებისა და ჯიშების მიხედვით ერთმანეთისაგან სხვადასხვა მანძილებზე აშორებენ. ყოველ ბუდნაში 0,4-0,5 კგ ნეშომპალას ან კომპოსტს ათავსებენ.
მოვლა გამოიხატება რიგთაშორისების რეგულარულ გაფხვიერებაში, ვიდრე ბარდი მთლიანად არ შეავსებს რიგებს. ნათესებს ამეჩხერებენ ლებან, ან პირველი ნამდვილი ფოთლის წარმოქმნის ფაზაში.
პირველ გამოკვებას ატარებენ 3-5 ფოთლის ფაზაში ნაკელის წუნწუხის ან ფრინველის ნაკელის წყალხსნარზე (1:15), 30-40 გ სუპერფოსფატის და 15-20 გ კალიუმის ქლორიდის დამატებით 10 ლ წყალზე. სასუქების მოქმედების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მორწყვები ტარდება გამოკვების წინ და მის შემდეგ.
გოგრის ყველა სახეობას ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ განსხვავდებიან კიდევაც, როგორც მორფოლოგიურად, ისე ბიოლოგიური თავისებურებებით და სამეურნეო მაჩვენებლებით.
როდის დავრგოთ გოგრა ღია გრუნტში თესლით
გოგრის თესლით ღია გრუნტში დარგვის დრო დამოკიდებულია შერჩეულ ჯიშზე და კლიმატურ პირობებზე. მნიშვნელოვანია ისეთი ჯიშების შერჩევა, რომლებიც მწიფდება შემოდგომის ყინვების დაწყებამდე. კარგი მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საშუალო დღიური ტემპერატურა, არამედ ზაფხულის სეზონის ხანგრძლივობა და დღის საათების ხანგრძლივობა.
თუ სამხრეთ რეგიონებში შესაძლებელია გოგრის დათესვა ნაკვეთზე უკვე მეათე მაისიდან, მაშინ მოსკოვის რეგიონისთვის, შავი დედამიწის რეგიონისთვის, შუა ზოლისთვის და მსგავსი კლიმატური პირობების მქონე სხვა რეგიონებისთვის, ხელსაყრელი პერიოდი იწყება შუა რიცხვებიდან. – მაისი.
მცენარეთა დაცვა
მცენარეთა დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან საჭიროა მთელი ვეგეტაციის
მანძილზე. ფუნგიციდებიდან გამოიყენება: რიდომილ გოლდ მც, თიოვიტ ჯეტ, სუპერ
სტარი, კუპროქსატი, კუპერვალი, ანტრაკოლი ან სხვა მათი ანალოგები, ინსექტიციდებიდან გამოიყენება: აქტარა, კონფიდორ მაქსი, სპინტორი, კრალი და სხვა მათი ანალოგები.
მოსავლის აღება
მოსავლის აღება მიმდინარეობს აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის, ნოემბრის თვეებში,
მოსავლიანობა 40-60 ტონა ჰექტარზე
აღსანიშნავია, რომ სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ გოგრის რბილობს, არამედ მის თესლსაც და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფოთოლსაც კი.
თუ გოგრას რეგულარულად გამოვიყენებთ საკვებად, ეს დიდად შეუწყობს ხელს თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას.
გოგრა შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია და რკინა. ამას ემატება უამრავი ვიტამინი – А, Е, С, D, F, PP, T, B.
გარდა ამისა, ეს ბოსტნეული დაბალკალორიულია, – 100 გრამ პროდუქტზე 22 კკალ. – რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მას წონაში დაკლების მსურველთათვის. ამ პროდუქტში არის ასევე ბეტა-კაროტინი, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი და ბოჭკოვანა.
გოგრის სარგებელი
1. ვიტამინების არსებობა ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და ზოგადად დადებითად მოქმედებს თვალზე.
2. გოგრა ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რადგან აადვილებს “მძიმე” საკვების მონელებას. ნოყიერი სადილის შემდეგ კარგი იქნება, თუ რამდენიმე ლუკმა გოგრას მიირთმევთ, რაც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და მოგიხსნით დისკომფორტს.
ეს პროდუქტი საინტერესოა იმითაც, რომ ხელს უწყობს ჭარბ წონასთან ბრძოლას. გოგრა დაბალკალორიულია, ადვილად გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, ასუფთავებს მას და ხელს უწყობს ზედმეტი წონის კლებას. გოგრის დიეტა საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს.
3. გოგრა ორგანიზმს ასუფთავებს შლაკებისგან და ზედმეტი ქოლესტერინისგან. ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზებას და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.
4. ეს ბოსტეული ორგანიზმში ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის შედედების ოპტიმიზებას ახდენს.
5. შარდმდენი ეფექტის წყალობით (გოგრა 90%-ით წყლისგან შედგება) გოგრა ეხმარება შარდკენჭოვანი დაავადებების, თირკმლის უკმარისობისა და შარდის ბუშტის ანთების დროს. ამისათვის უმჯობესია იგი უმი სახით მივიღოთ.
6. გოგრას შეუძლია ნერვული სისტემის ნორმალიზება, განწყობის გამოკეთება, დეპრესიის დაძლევა, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება. იგი ასევე გვეხმარება უძილობასთან ბრძოლაშიც.
7. С ვიტამინის არსებობის გამო გოგრა იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს – ადამიანები, რომლებიც მას რეგულარულად მიიღებენ, უკეთ ებრძვიან ვირუსებს და ნაკლებად ავადდებიან სეზონური დაავადებებით.
8. გოგრა ცნობილია ანთებსაწინააღმდეგო ეფექტით. ამ მიზნით იგი გამოიყენება როგორც საკვებად (ნაწლავში ანთებითი პროცესების ჩასაქრობად) ასევე კანზე დასადებად ჭრილობების, დამწვრობების, მუწუკებისა თუ გამონაყარის დროს. გოგრის რბილობი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
9. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რაციონში ხშირად იყენებენ გოგრას, ნაკლებად ავადდებიან ტუბერკულოზითა და ყელის კიბოთი. თუმცა გოგრის ეს კონკრეტული სასარგებლო თვისება მედიკოსების ერთ ნაწილს მაინც საეჭვოდ მიაჩნია.
10. გოგრას გააჩნია ერთგვარი გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც. მას აქვს უჯრედების განახლების, ძვლის გამაგრებისა და მისი პროდუქტიულობის გაზრდის უნარი.
11. გოგრის ფაფა კარგია გულძმარვასთან საბრძოლველად.
12. გოგრის რეგულარული გამოყენება ამცირებს კარიესის, ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენის საფრთხეს.
13. ეს ბოსტნეული სისხლში ჰემოგლობინის დონეს მატებს.
14. გოგრა დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე.