მთავარი სხვა-ამბები გაყალბებული „არიელისა“ და „დომესტოსის“ გაყიდვის ფაქტი

გაყალბებული „არიელისა“ და „დომესტოსის“ გაყიდვის ფაქტი

0
გაყალბებული „არიელისა“ და „დომესტოსის“ გაყიდვის ფაქტი
დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების ბრენდული სასაქონლო ნიშნით გაყიდვის ფატზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ახდენდა დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების რეალიზაციას Ariel-ის, Perwoll-ის, Fairy-ის, Alo-ს, Domestos-ის და Persil-ის სასაქონლო ნიშნების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით“.

რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა თბილისსა და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

საგამოძიებოს ცნობით, ამოღებულია 78 023 ლარის ღირებულების, საერთო ჯამში 16 982 ლიტრი და 5 457 კგ სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული პროდუქცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. გაყალბებული „არიელისა“ და „დომესტოსის“ გაყიდვის ფაქტი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here