შაბათი, მარტი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება – ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა დღეს  ბრიფინგი გამართა.

 
 „წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თარიღებს. ამ მხრივ, გამოსაცდელებისათვის წელს გვაქვს მცირე, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანი სიახლე  – იმ შემთხვევაში, თუ  ისინი გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია“.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge
 
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია:
ძირითად ეტაპზე – 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.
დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.
აბიტურიენტთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით, 2025 წელსაც გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები გამოსაცდელებისათვის როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.
გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ცენტრი განიხილავს მომდევნო წელს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას.
მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის თარიღები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
კო ჰე: ტაილანდის პატარა კუნძული აზიის საუკეთესო სანაპიროთი

კო ჰე: ტაილანდის პატარა კუნძული აზიის საუკეთესო სანაპიროთი

15 March, 2025
“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

“მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, – დღევანდელი მარიხუანა, გინადგურებს ფსიქიკას” – ფსიქიატრი

მარტი 14, 2025
“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

14 მარტი 2025
უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

უცვლელი ტენდენციები-როგორ უნდა შექმნათ თქვენს სახლში მინიმალისტური ინტერიერი

მარტი 14, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი, რათა არ დაკარგოს გემოვნური თვისებები

როგორ შევინახოთ შებოლილი თევზი, რათა არ დაკარგოს გემოვნური თვისებები

მარტი 14, 2025
ნასტასია ლეგრანი -გაიცანით თემურ ბაბლუანის შვილიშვილი

ნასტასია ლეგრანი -გაიცანით თემურ ბაბლუანის შვილიშვილი

მარტი 14, 2025
რა უნდა დაათვალიეროთ ანტალიაში მოგზაურობისას

რა უნდა დაათვალიეროთ ანტალიაში მოგზაურობისას

14 მარტი 2025
გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 7800 აბონენტსგაზის მიწოდება შეუწყდება — ,,თბილისი ენერჯი”

გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, 7800 აბონენტსგაზის მიწოდება შეუწყდება — ,,თბილისი ენერჯი”

მარტი 14, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები