მთავარი საზოგადოება „ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“

0
„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“
შალვა ამონაშვილის განცხადება ბავშვების სოფლურ აღზრდაზე ახალი კამათის საფუძველი გახდა. ვიხილოთ მითები და რეალობა ბუნებრივ განვითარებაზე.

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა განვითარებისთვის სოფლად დასვენება.

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, რომ ბავშვმა ამოცალოს თავისი ენერგია. მან უნდა ირბინოს, უნდა იხტუნოს. ეს უნდა როგორც ორი წლის, ხუთი წლის ბავშვს, ასევე მოზარდსაც, რომელსაც 15-17 წელი შეუსრულდა. მას სადღაც განმარტოება უნდა, ბუნებაში უნდა, რომ არავინ არ იყოს მის ირგვლივ. წინანდლის ბაღში უნდა დაკარგვა ბავშვს. ეს პირობები უნდა შევუქმნათ ბავშვებს.

სოფელი არის სილაღე. რა სივრცესაც ვუყურებ, ის ცნობიერება მიყალიბდება. მთებს ვუყურებ? მწვერვალებზე ასვლა მინდა. ხეებს ვუყურებ? იქ მინდა მოვექცე მაღლა. ყვავილებს ვუყურებ? დაკრეფა მინდა და ვიღაცას მინდა მივართვა. სოფელი სხვა გასაქანს ქმნის სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის. თუ სოფელში კეთილი ბებია ჰყავს ბავშვს, რომელმაც ლოცვები იცის და შეულოცავს შვილსა და შვილიშვილს საღამოობით, თუ პაპა ჰყავს ბრძენი, რომელიც გლეხურ სიტყვას ეტყვის და ბავშვს ეს სიბრძნე გაჰყვება თან, მე ვერ გეტყვით, ეს რანაირი აღზრდის მარაგია ბავშვისთვის“ – განაცხადა ამონაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. „ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here