მთავარი აგრო სიახლეები არ შეიძლება გაყინული (ნებისმიერი) ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა -კატეგორიულად აკრძალულია

არ შეიძლება გაყინული (ნებისმიერი) ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა -კატეგორიულად აკრძალულია

0
არ შეიძლება გაყინული (ნებისმიერი) ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა -კატეგორიულად აკრძალულია
#image_title

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გაყინული ხორცის გალღობის უვნებელ ხერხებზე საუბრობს. მისი თქმით, კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ხორცი გალღობის მიზნით, ოთახის ტემპერატურაზე, რამდენიმე საათით გაჩერდეს.

„კატეგორიულად აკრძალულია და არ შეიძლება გაყინული (ნებისმიერი) ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა. ოთახის ტემპერატურაზე გალღობას დიდი დრო სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, შესაძლებელია, ტემპერატურამ საშიშ დიაპაზონს მიაღწიოს (10 გრადუსიდან, 60 გრადუსამდე), გავრცელდეს ბაქტერიები და შემდეგ პათოგენურებად გარდაქმნა. ამიტომ, მისაღებია, პრაქტიკულია და აუცილებელია, რომ გალღობის პროცესი მიმდინარეობდეს უსაფრთხოდ და უვნებლად.

გალღობის ერთ-ერთი მეთოდია, გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გალღობა, სადაც შეფუთვის გარეშე უნდა მოვათავსოთ პროდუქტი. ამ შემთხვევაში, მალეც გალღვება. როდესაც ცივი წყალი მოდის, ტემპერატურა საშიშ დიაპაზონს ვერ მიაღწევს და დაცული იქნებით.

ასევე, არსებობს მეორე მეთოდიც, რომელსაც ინდუსტრიული ობიექტები ხშირად იყენებენ – საყინულიდან იღებენ ხორცს და მაცივარში ათავსებენ“, – ამბობს სპეციალისტი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. არ შეიძლება გაყინული (ნებისმიერი) ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა -კატეგორიულად აკრძალულია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here