მთავარი საზოგადოება ამ საიტებზე გადასვლით კომპიუტერს საფრთხეში ჩავაგდებთ და ჩვენი მონაცემებიც ჰაკერის მსხვერპლი გახდება – კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების განმარტება

ამ საიტებზე გადასვლით კომპიუტერს საფრთხეში ჩავაგდებთ და ჩვენი მონაცემებიც ჰაკერის მსხვერპლი გახდება – კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების განმარტება

0
ამ საიტებზე გადასვლით კომპიუტერს საფრთხეში ჩავაგდებთ და ჩვენი მონაცემებიც ჰაკერის მსხვერპლი გახდება – კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების განმარტება
სოფლის ოჯახებისთვის ღალატიანი ღამის გართობა შეიძლება ეკონომიკური უბედურების მიზეზი გახდეს. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები გვაფრთხილებენ ყალბი პორნოსაიტების საფრთხეზე, რომლებიც ჰაკერების ხელში მავნე ხელსაწყოდ გადაქცეულა.

კიბერუსაფრთხოების მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ყალბ პორნოსაიტებზე თუ რამეს დავაჭერთ, კომპიუტერში შეიძლება მავნე პროგრამა გადმოვიდეს და ჩვენი მონაცემებიც ჰაკერის მსხვერპლი გახდება.

კერძოდ, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა გამოავლინეს სქემა, რომელიც ჰაკერებმა მომხმარებლების მონაცემების „ხელში ჩასაგდებად“ მოიფიქრეს. ჰაკერები ამისათვის ცნობილი საიტების, xHamster-ისა და Pornhub-ის, გაყალბებულ ვერსიებს იყენებენ.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეკრანებზე Windows-ის ყალბი განახლება ჩნდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ყალბ პორნოსაიტებზე რამეს დააჭერს. რეალურად კი არანაირი განახლება არ მიმდინარეობს — თავდასხმის ფარგლებში Windows-ის ეკრანის იმიტაციას აკეთებენ.

პირველ რიგში გვთხოვენ, რომ Windows-ის ღილაკსა და R-ს დავაჭიროთ, რის შემდეგად დიალოგური ფანჯარა იხსნება. ამასობაში მავნე ინსტრუქციებს პროგრამა ავტომატურად აკოპირებს. მომხმარებელს შემდეგ CTRL+V ღილაკებზე დაჭერას სთხოვენ (კოპირებული ინსტრუქციები ასე ბუფერზე გადმოდის), ბოლოს კი — Enter-ზე. შედეგად კომპიუტერი ჰაკერის დომენიდან წამოსულ კოდს უშვებს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ინსტრუქციის შესრულების შემთხვევაში კომპიუტერზე შეიძლება გაუცნობიერებლად გადმოვწეროთ მავნე პროგრამები, მათ შორის Rhadamanthys, Vidar 2.0, RedLine, Amadey, Trojans და ა. შ. ასე შეიძლება ჩვენი მონაცემები ჰაკერებს ჩავუგდოთ ხელში.

თუკი შემთხვევით მოვტყუვდით და ეკრანზე ასეთი განახლება გამოვა, მისგან თავის დაღწევა მაინც შესაძლებელია. ამისათვის კლავიატურაზე F11 ღილაკს უნდა დავაჭიროთ, რომელიც ყველაფერს ჩახურავს.

უფრო დეტალურად იხილეთ წყარო

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ამ საიტებზე გადასვლით კომპიუტერს საფრთხეში ჩავაგდებთ და ჩვენი მონაცემებიც ჰაკერის მსხვერპლი გახდება – კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების განმარტება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 11]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%99%e1%83%9d/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here