ზემო გურჯაანში შინაური ფრინველების — ქათმებისა და ინდაურების — დახოცვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, ფრინველები დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იხოცებიან. მათი თქმით, ყოველდღიურად რამდენიმე, დაახლოებით 5-6 ფრინველი კვდება.
„ერთ დღეში კი არ დაიხოცა, ყოველდღე ხუთი-ექვსი კვდებოდა“, — აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივებს აინტერესებთ, ხომ არ არის შემთხვევები დაკავშირებული რაიმე დაავადებასთან და ხომ არ აქვს ადგილი ფრინველებში მასობრივ გავრცელებას.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ფრინველების დახოცვის მიზეზი. შემთხვევის შესახებ ოფიციალური უწყებებისგან ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
წყარო: „კახეთის ხმა“
Sheni Network
სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ფრინველების დახოცვის მიზეზი – ზემო გურჯაანში შინაური ფრინველების — ქათმებისა და ინდაურების — დახოცვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%93/
shenisofeli.ge