ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებიამინდის ექსტრემალური მოვლენები საფრთხეს უქმნის როგორც სოფლის მეურნეობას, ისე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის...

ამინდის ექსტრემალური მოვლენები საფრთხეს უქმნის როგორც სოფლის მეურნეობას, ისე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საარსებო წყაროებს. კლიმატის ცვლილების მზარდი საფრთხეებისგან სოფლის მეურნეობის სექტორის დასაცავად, საქართველო შესაბამის ზომებს იღებს

 

ამინდის ექსტრემალური მოვლენები საფრთხეს უქმნის როგორც სოფლის მეურნეობას, ისე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საარსებო წყაროებს. კლიმატის ცვლილების მზარდი საფრთხეებისგან სოფლის მეურნეობის სექტორის დასაცავად, საქართველო შესაბამის ზომებს იღებს.

კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც FAO საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას, კლიმატმედეგი და დაბალემისიიანი მიდგომების დანერგვითა და პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. Შესაბამისად, პროექტი მიზნად ისახავს სტრატეგიული ჩარჩოსა და ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების ჩართულობას.
ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდა ინოვატორები. მათი მონაწილეობით გამოიკვეთა ახალი ხედვა, რომელიც ხაზს უსვამს მდგრადი მეცხოველეობის პრაქტიკის, გაუმჯობესებული კვების სტრატეგიებისა და სოფლის მეურნეობის ნარჩენების გამოყენების მნიშვნელობას.
ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზადყოფნას, დანერგოს დაბალემისიანი და კლიმატმედეგი პრაქტიკები სოფლის მეურნეობის სექტორში, ინოვაციური, ახალგაზრდებზე ორიენტირებული მიდგომების მეშვეობით.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები