შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი“ვირთხების, ქვეწარმავლების და ვირუსების ბუდეაო” – ფხაკაძე იაშვილის კლინიკაზე

“ვირთხების, ქვეწარმავლების და ვირუსების ბუდეაო” – ფხაკაძე იაშვილის კლინიკაზე

20/10/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკძე, იაშვილის კლინიკის განცხადებას ეხმაურება და წერს:


“აქაც ვირთხები იპოვეს ეს რს უბედურებაა


რეგულირების სააგენტომ დაასკვნა, რომ კლინიკაში დარღვეული იყო ინფექციის კონტროლის მექანიზმები. გლეხურ ენაზე ეს ნიშნავს ვირთხები, ქვეწარმავლები და ბაქტერიების/ვირუსების ბუდე არისო


მიიღო რეგულირების სააგენტომ ის გადაწყვეტილება, რაზეც ფხაკაძე მიუთიღებდა (არა მარტო იაშვილში)?! – მიიღო!


არის ფხაკაძე ჩრდილოვანი ჯანდაცვის მინისტრი?! – არის! (ეს ჩემი მეგობრის მოსაზრებაა და არა ჩემი)


ქვეყანას ჯირდება დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია

ჯანმრთელობას გისურვებთ…”



იაშვილის კლინიკამ, დროებით, სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა. მიზეზი კლინიკის გადაწყვეტილებაა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებამ რეგულირების სააგენტოს დასკვნიდან გამომდინარე მიიღო. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ კლინიკაში დარღვეული იყო ინფექციის კონტროლის მექანიზმები. კლინიკამ პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთი გზად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება მიიჩნია.


სტაციონარული პაციენტების მიღების შეჩერებას ადასტურებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. მისი თქმით, არსებული პაციენტების სხვა კლინიკებში გადაყვანასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან დღეს შედგება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე.


“ვადასტურებთ, რომ ღამის 12 საათიდან იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას აღარ ახორციელებს. ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა მართლა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სტაციონარული სერვისის მიწოდებას, მანამდე პაციენტების მიღება იაშვილში იქნება შეჩერებული.


სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი.


ჩვენ დღეს გვექნება კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ რიგში, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


ამასთან, სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უწყვეტ ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება.


პედიატრიული პაციენტებისთვის იმოქმედებს სპეციალურად შექმნილი 24-საათიანი ცხელი ხაზი: 2 600 600



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/iashvilis-klinikam-droebith-patsientebis-migheba-sheachera-ra-gakhda-amis-mizezi/


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები