ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

ტარხუნა გამოიყენება არა მხოლოდ მწვანილად, არამედ სანელებლადაც: მწნილისთვის არომა­ტისა და სიმკვრივის მისაცემად, სალათების გე­მოს გასაუმჯობესებლად, არომატული ძმრის, მდოგვისა და სპირტიანი სასმელების (ნაყე­ნების) მოსამზადებლად

0
ტარხუნა გამოიყენება არა მხოლოდ მწვანილად, არამედ სანელებლადაც: მწნილისთვის არომა­ტისა და სიმკვრივის მისაცემად, სალათების გე­მოს გასაუმჯობესებლად, არომატული ძმრის, მდოგვისა და სპირტიანი სასმელების (ნაყე­ნების) მოსამზადებლად
#image_title

ტარხუნა გამოიყენება არა მხოლოდ მწვანილად, არამედ სანელებლადაც: მწნილისთვის არომა­ტისა და სიმკვრივის მისაცემად, სალათების გე­მოს გასაუმჯობესებლად, არომატული ძმრის, მდოგვისა და სპირტიანი სასმელების (ნაყე­ნების) მოსამზადებლად და სხვ.

ტარხუნა მრავალწლოვანი მცენარეა, რომე­ლიც გამოიყენება არა მხოლოდ მწვანილად, არამედ სანელებლადაც: მწნილისთვის არომა­ტისა და სიმკვრივის მისაცემად, სალათების გე­მოს გასაუმჯობესებლად, არომატული ძმრის, მდოგვისა და სპირტიანი სასმელების (ნაყე­ნების) მოსამზადებლად და სხვ.
ტარხუნა ბუჩქის სახით იზრდება და, თუ დრო­ულად არ გადაიჭრა, 80 სმ-საც აღწევს. სი­ცი­ვეს კარგად იტანს, ბარის რაიონებში ყინვებსაც უძლებს; ხარობს 10-15 წელიწადს. როგორც ბოსტნეული კულტურა, მოჰყავთ 4-5 წლის განმავლობაში, ვინაიდან მომდევნო პერიოდში მი­სი მოსავლიანობა მცირდება.
ტარხუნა ბუჩქის დაყოფითა და ყლორტის და­ფესვიანებით მრავლდება. მაისში, როდესაც ყლორტების კრეფა მთავრდება, ბუჩქს ისე ანა­წი­ლებენ, რომ თითოეულს მომავალი ყლორ­ტის საწყისი კვირტი გაჰყვეს. ყლორტები დასაფესვიანებლად იჭრება 15-20 სმ სიგრძეზე, ქვედა ფოთლები იკვეცება 5-6 სმ-ზე და ირგვება ფხვიერი მიწით, ტორფით ან წვრილი ქვიშით სავსე ყუთებში, რომლებიც თბილ და მყუდრო ადგილას თავსდება. დაფესვიანების შემდეგ ყლორ­ტები მუდმივ ადგილას გადაირგვება ზემოაღნიშნული მანძილების გათვალისწინებით.
მოვლაში იგულისხმება: ნიადაგის გაფხვი­ერე­ბა, სარეველების მოცილება, დამატებითი გა­მოკ­ვება და საჭიროების მიხედვით მორწყვა.

დღეს კიტრის მოსავლის მიღებას ბევრი წი­ნაღობა ახლავს, მათ შორის რადიაცია, მავნებლები და სოკოვანი დაავადებები. მაგრამ თუ შესაბამის პირობებს დავიცავთ, აუცილებლად კარგ მოსავალს მივიღებთ.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

გაძვირდება თუ არა სურსათი?

0
გაძვირდება თუ არა სურსათი?
#image_title

სურსათზე ფასების ცვლილებები 2015-2025 წლებში: რა გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკა პროდუქტების ღირებულებაზე?

ბოლო წლებში სასურსათო პროდუქტების ფასები მსოფლიოში მნიშვნელოვან ცვლადობას განიცდის. ეკონომისტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თქმით, ეს პროცესი უკვე აღარ განიხილება როგორც დროებითი რყევა — პირიქით, ის გლობალური სტრუქტურული ცვლილებების შედეგია.

ფასების ზრდის მიზეზები: რატომ ძვირდება საკვები?

სურსათზე ფასების მატება მრავალფაქტორული მოვლენაა.
განსაკუთრებული გავლენა იქონია შემდეგმა გარემოებებმა:

  • კლიმატური ცვლილებები – მოსავლიანობაზე პირდაპირი ზეგავლენა

  • გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხება – განსაკუთრებით პანდემიისა და ომის ფონზე

  • ენერგომატარებლების გაძვირება – გაზრდილი წარმოების ხარჯები

  • გეოპოლიტიკური კონფლიქტები – სავაჭრო მარშრუტების დარღვევა

  • გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობა – გავლენა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე


რომელი პროდუქტებია გაძვირებული ყველაზე მეტად?

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიხედვით, 2015-დან 2025 წლამდე პერიოდში ყველაზე მკვეთრი ფასობრივი ზრდა მცენარეულ ზეთებზე და ცილოვან პროდუქტებზე დაფიქსირდა.

📊 ძირითადი მონაცემები:

  • მცენარეული ზეთი – დაახლოებით 70%-ით გაძვირდა

  • რძის პროდუქტები – ფასმა დაახლოებით 55%-ით მოიმატა

  • ხორცი – ზრდა შეადგენს 30%

  • მარცვლეული – საშუალოდ 10%-ით გაძვირდა

  • შაქარი – ზრდა შედარებით ზომიერია და 5%-ის ფარგლებშია


რა ხდება 2025 წელს: ფასების სტაბილიზაცია თუ ახალი ტალღა?

FAO-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი, ჯუბა მარუაშვილი განმარტავს, რომ მიმდინარე წელს შეინიშნება მნიშვნელოვანი ტენდენცია — მარცვლეულზე ფასების კლების მყარად ჩამოყალიბებული პროცესი.

მისი თქმით, ეს განპირობებულია:

  • მაღალი მოსავლიანობით ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში

  • დაბალი მოთხოვნით აზიისა და აფრიკის რეგიონებში

მარუაშვილი ამბობს:

„მარცვლეულზე ფასების შემცირება პოზიტიური ინდიკატორია, თუმცა ცალკეული კატეგორიები, როგორიცაა ხორცი, შაქარი და განსაკუთრებით პალმის ზეთი, კვლავ ზრდის ტრენდზეა.“


გლობალური მიწოდების ჯაჭვის გავლენა ფასებზე

ექსპერტის განმარტებით, კოვიდ-პანდემიამ და უკრაინის ომმა სერიოზულად შეცვალა საერთაშორისო ვაჭრობის სტრუქტურა.
შედეგად, დაირღვა მიწოდების ჯაჭვი და მნიშვნელოვნად იმოქმედა საკვები პროდუქტების ღირებულებაზე.

თუმცა, 2022 წლის შემდეგ:

  • ფასებმა დაიწყო დაბალანსება,

  • გაიზარდა საწარმოო მარაგები,

  • და შემუშავდა ახალი სავაჭრო მექანიზმები.


პროგნოზი 2025 წლისთვის: განახლებული მონაცემები FAO-სგან

FAO-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს:

  • მარცვლეულზე ფასები კლებას განაგრძობს,

  • სიმინდი გამონაკლისია – ფასის შენარჩუნება ან მცირე ზრდა მოსალოდნელია

  • ხორცზე, მცენარეულ ზეთზე და შაქარზე კი ზრდის ტენდენცია ფიქსირდება

🔮 FAO პროგნოზი 2025 წლისთვის:
მოსალოდნელია 3 მილიარდ ტონაზე მეტი გლობალური მარაგის შექმნა, რაც შეიძლება იქცეს სტაბილურობის გარანტად.

თუმცა, ორგანიზაცია აფრთხილებს:
თუ კლიმატური კატასტროფები ან გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ განვითარდება, სურსათზე ფასის ზრდა კვლავ აქტუალური გახდება.

„ჯერ პანდემიამ და შემდეგ ომმა უკრაინაში თავიდან ბოლომდე დაარღვია მთელი მიწოდების ჯაჭვი და ის სავაჭრო შეთანხმებები, რომლებიც სახელმწიფოებს შორის გლობალურად არსებობდა. შესაბამისად ამან გამოიწვია არასტაბილურობა და ფასების მატება ყველა პროდუქტზე, თუმცა 2022 წლის შემდეგ ნელ-ნელა ფასებმა დაიწყო დაბალანსება.

2025 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, განსაკუთრებით ბოლო 3 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, ვხედავთ, რომ ის საშუალო ქულა რომელიც დადგინდა, უცვლელია. კლების ტენდენცია გრძელდება მარცვლეულის თითქმის ყველა კატეგორიაზე გარდა სიმინდისა. ეს საშუალო ინდექსი წინა წელთან შედარებით მაინც მაღალია იმიტომ, რომ ის დააბალანსა ხორცზე, მცენარეულ ზეთზე და შაქარზე ფასების ზრდამ.

უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ზაფხულის პერიოდში მარცვლეულზე მიმდინარეობდა უწყვეტად კლება, რაც გამოწვეული იყო ჭარბ მოსავლიანობით ევროკავშირსა და რუსეთში და ასევე დაბალი მოთხოვნით აზიის და აფრიკის მხრიდან. ხოლო ხორცზე, შაქარზე და ზეთზე, განსაკუთრებით პალმის ზეთზე მოთხოვნა იზრდება და ამან შეამცირა ის კლების ტენდენცია, რაც ბოლო პერიოდში იყო.

მარცვლეული სტრატეგიული პროდუქტია და შესაბამისად ამიტომ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას. მსოფლიოს მასშტაბით როცა პროგნოზებზე ვსაუბრობთ, 2025 წელს ფაოს აქვს გაკეთებული რეკორდული მაჩვენებლის პროგნოზირება, 3 მლრდ ტონა მარაგის შექმნას ვვარაუდობთ. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება და ადგილი არ ექნება კლიმატურ ცვლილებას ან პოლიტიკურ მოვლენებს, მაშინ ფასის ზრდას არ ველით,“ – განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში მარუაშვილმა.


დასკვნა: როგორ მოვემზადოთ ცვლილებებისთვის?

  • მარცვლეული რჩება სტრატეგიულ პროდუქტად,

  • ფასების კლების მიუხედავად, უნდა გავითვალისწინოთ შეიძლება მოხდეს უეცარი მერყეობა

  • სხვა კატეგორიებში, განსაკუთრებით ცხიმებზე და ცილოვან პროდუქტებზე, მომხმარებლებს, სავარაუდოდ, მოუწევთ მაღალი ფასების გადახდა მინიმუმ რამდენიმე თვე მაინც

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კვლევა – ძაღლის ყოლა ხანდაზმულებისთვის დემენციის რისკებს 40%-ით ამცირებს

0
ძაღლის ყოლა ხანდაზმულებისთვის დემენციის რისკებს 40%-ით ამცირებს
#image_title

ძაღლის ყოლა ხანდაზმულებისთვის დემენციის რისკებს 40%-ით ამცირებს. როგორც ბოლოდროინდელი კვლევა ცხადყოფს, გარდა იმისა, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობრადაა აღიარებული, მასთან ურთიერთობას ტვინსა და ზოგად ჯანმრთელობაზე პირდაპირი სარგებელი მოაქვს.

იაპონიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოთხფეხა მეგობარი განსაკუთრებით დიდ გავლენას 65 წელს ზემოთ ადამიანებზე ახდენს. პირველ რიგში, ძაღლის ყოლა სახლიდან რეგულარულად გასვლის სიხშირეს ზრდის, რაც ხშირად ხანდაზმულების სოციალიზაციისა და ცხოვრების აქტიური წესის წინაპირობა ხდება. ეს არაპირდაპირი გარემოებები, როგორც მეცნიერები ამბობენ, საბოლოოდ, დიდწილად განაპირობებს ტვინის აქტივობისა და დემენციის განვითარების რისკების ალბათობას.

”ამ კვლევამ აჩვენა, რომ ფიზიკური აქტივობა, მათ შორის ვარჯიშის ჩვევა და სოციალური მონაწილეობა ძაღლების ყოველდღიური მოვლის საშუალებით, შეუძლია თავიდან აიცილოს დემენცია ხანდაზმულებში”, – წერენ ავტორები.

ცნობისთვის, დემენციის წამყვან მიზეზად ალცჰაიმერი მიიჩნევა. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მეხსიერების დაკარგვა, აზროვნების უნარის დაქვეითება, პრობლემების გადაჭრის უუნარობა, მეტყველების დარღვევა. ალცჰაიმერი უმეტესად 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში გვხვდება.

#drpkhakadze

„რუსთაველებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შევასრულეთ“ – ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება

0
„რუსთაველებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შევასრულეთ“ - ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება
#image_title

რუსთავში მიმდინარე  მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა და თბილისის მიმართულებით, მგზავრთა  გადაყვანის ათწლეულების პრობლემა გადაწყვეტილია. საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ,  20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და  70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა.  რუსთავის ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას  ხვალიდან მოემსახურება.

ახალი მუნიციპალური ავტობუსების და მარშრუტების  პრეზენტაცია,  რუსთაველებს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა წარუდგინეს.
პრეზენტაციას რუსთავის მერის მოადგილეები,  საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების წევრები“,  მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს წარმომადგენლები და რუსთაველი სტუდენტები ესწებოდნენ.

,, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით და ჩვენი გუნდის ერთიანობით, რუსთაველებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა  შევასრულეთ და  რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრთა  გადაყვანის ათწლეულების პრობლემა გადაწყვეტილია. 70 ახალი ავტობუსიდან, რომლებიც სპეციალურად რუსთავი- თბილისის მარშრუტზე რუსთაველების კომფორტული მგზავრობის მიზნით შევიძინეთ, უკვე რუსთავშია და, მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება. შესრულებულია მოსახლეობის კიდევ ერთი თხოვნა, პირველივე მარშრუტი, ძველი რუსთავიდან, ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან,  სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიამდეა განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ  რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები, დედაქალაქში  ბასლაინის ხაზზე იმოძრავებენ, რაც თბილისში გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ძალიან მალე ამოქმედდება კიდევ 3 ახალი მარშრუტი, ძალაში რჩება, უკვე მოქმედი ისნის მიმართულებაც  და ჯამში, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, რუსთაველები 5 სხვადასხვა გეზით შეძლებენ დედაქალაქში გამგზავრებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ- მინისტრს, მთავრობას, საპარლამენტო გუნდს და ჩვენს რუსთაველ პარლამენტარებს, რომ არა, ამ ადამიანების თანადგომა, ამ კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობის გაჩენას ჩვენი ქალაქისთვის, ვერ შევძლებდით”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პირველი მარშრუტი, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, ძველი რუსთავიდან, ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან,  სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიამდე განისაზღვრა. რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულების შემდეგ,  რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტი, ჯამში 5 სხვადასხვა მარშრუტზე გადაიყვანს მგზავრებს –  ოთხ ახალ და მეხუთე,  უკვე არსებულ ისნის მიმართულებაზე.

,, ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი, მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსახლეობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფაა. პრობლემა, რომელიც არ უნდა იდგეს თანამედროვე ქალაქში და რომელიც, რუსთაველებს სამწუხაროდ ათწლეულების განმავლობაში გვქონდა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია. დღეიდან, ჩვენს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც  პრეზენტაციასაც დაესწრო და დედაქალაქში დასაქმებულ ათასობით რუსთაველს ეცოდინება, რომ სასწავლებელში, თუ სამსახურში წასვლა, მისთვის პრობლემა აღარ არის. ხვალიდან, ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი, სტაბილურად იმოძრავებს ზუსტად იმ მარშრუტზე, რა მოთხოვნაც ჩვენს თანაქალაქელებს ჰქონდათ.  სულ მალე, კი ამ მარშრუტს, კიდევ 3  მიმართულება დაემატება. ჩვენი ხელისუფლების და  გუნდის ევროპული არჩევანი, სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. ევროპული გზა, ევროპულ, თანამედროვე ქალაქებზე გადის და  ჩვენ,  მოსახლეობის მხარდაჭერით, ძალას არ ვიშურებთ,  რომ სწორედ ასეთი ქალაქი და ქვეყანა შევქმნათ,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები, დედაქალაქში  ბასლაინის ხაზზე იმოძრავებენ, რაც თბილისში გადაადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. მგზავრობის საფასურის გადახდა, საბარათე სისტემით- რუსთავი ქარდით, საქართველოს და თი-ბი-სი ბანკის ბარათებით იქნება შესაძლებელი. დამტკიცებულია სოციალური პაკეტიც, რომლის მიხედვითაც, სტუდენტების და შშმ პირებისთვის, შეღავათიანი ტარიფია განსაზღვრული. რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი, დედაქალაქის გაჩერებების ელექტრონულ ტაბლოებზეც იქნება დატანილი. დამტკიცებულია  კიდევ 3 ახალი მარშრუტი: უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე, რომელიც ვაკესაც გაივლის, რკინიგზის სადგურამდე  და დიდუბის ავტოსადგურამდე. აღნიშნულ მარშრუტებზე სამოძრაოდ განსაზღვრული ავტობუსები, ეტაპობრივად შემოვა ქალაქში.

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრებს, თანამედროვე, შშმ პირებზე ადაპტირებული, ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება.

#drpkhakadze

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა იკრძალება

0
2026 წლის 1-ელი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა იკრძალება
#image_title

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა აკრძალულია – ეს ჩანაწერი საქართველოს მთავრობის მიერ 288-ე დადგენილებით ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” დოკუმენტშია.

დადგენილების მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიმართვის საფუძველზე, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატს სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს.

სეს-ის ინფორმაციით, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად პირი ვალდებულია, მიმართოს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტები:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი, ვეტერინარის სერტიფიკატი ან შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2026 წლის იანვრამდე სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2030 წლის პირველ იანვრამდე განისაზღვრება.

“წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროგრამების/პროექტების (რომლებიც უშუალოდ არ ეწევიან ვეტერინარულ პრაქტიკას) ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე”, – განმარტავენ სეს-ში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ვეტერინარის საქმიანობის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს: საერთაშორისო სტანდარტის ვეტერინარული სერვისების მიწოდებას, მოქალაქეებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://nfa.gov.ge

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

საქართველოსთვის, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, ერთ-ერთი რეკომენდაცია ქვეყანაში ჩამდინარე წყლების გაწმენდის შედეგად საკანალიზაციო ლამების რეგულირებაა

0
საქართველოსთვის, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, ერთ-ერთი რეკომენდაცია ქვეყანაში ჩამდინარე წყლების გაწმენდის შედეგად საკანალიზაციო ლამების რეგულირებაა
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში ლამის მდგრადი მართვის სტრატეგიის მომზადების საკითხები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ითვალისწინებს საქართველოში ლამის მართვის კანონმდებლობის, რეგულაციების და დამხმარე სახელმძღვანელოს შემუშავებას; ასევე, საპილოტე პროექტის მომზადებას ლამის ხელახალი გამოყენების სარგებლის დადგენის მიზნით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს (ADB) ფინანსური მხარდაჭერისთვის და ყურადღება საკითხის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაციის დოკუმენტით, საქართველოსთვის, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, ერთ-ერთი რეკომენდაცია ქვეყანაში ჩამდინარე წყლების გაწმენდის შედეგად საკანალიზაციო ლამების რეგულირებაა. ამავდროულად, მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის ცირკულარული ეკონომიკის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა, შესაბამისად, საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვან და კომპლექსურ ხასიათს ატარებს. სამუშაო პროცესი გრძელდება, ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ვფიქრობ, სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორების და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შევძლებთ ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ტექნიკური რეგლამენტის სახით“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე პრეზენტაციის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო საქართველოში ლამის მართვის ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასება გარდაბნის, ურეკის, ზუგდიდის, აბასთუმნის, ქობულეთის, ადლიის (ბათუმი), ანაკლიის, წყალტუბოს და თელავის მაგალითზე.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში არ არსებობს ლამის მართვის შესაბამისი ღონისძიებები, გარდა მისი ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ტერიტორიაზე შენახვისა, რაც არ წარმოადგენს კარგ პრაქტიკას გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაბამისად, საჭიროა ლამის ხელახალი გამოყენება (აგროსფეროში, ენერგიის წარმოებაში) ან სხვა სათანადო განკარგვის ვარიანტები, რა პროცესშიც აუცილებელი იქნება საქართველოში არსებული ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, რათა შეიქმნას მყარი საფუძველი ლამის უსაფრთხო ხელახალი გამოყენებისთვის და სრულყოფილი მონიტორინგის მხარდაჭერისთვის.

პროექტის – „საქართველოში საკანალიზაციო ლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიის მომზადებისთვის“ განმახორციელებელ ორგანიზაციებს გამოცდილი იტალიური საინჟინრო კომპანიები IDROSTUDI SRL,E.T.C. ENGINEERING S.R.L. და შპს „გერგილი“ წარმოადგენენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

300 წლის ვაზის ისტორია – 300-წლოვანი ვაზი წინანდალში, რომელიც ევრაზიის სამეულშია

0
#image_title

300 წლის ვაზი, რომელიც ევრაზიის სამეულშია: ისტორია და მნიშვნელობა

მსოფლიოში მრავალი ხანდაზმული, საუცხოო მცენარე არსებობს; მათ შორის არის ვაზი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა. ამჯერად ვისაუბრებთ 300 წლის ვაზის შესახებ, რომელიც ე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფელ წინანდალში, ნიკო ნიკოლაიშვილის ეზო-კარში მდებარეობს.

ბატონ ნიკო ამბობს, რომ სახლ-კარი და ეს უძველესი ვაზი შთამომავლობით ერგო. ბატონი ნიკო დაი­ბა­და და გა­ი­ზარ­და თბი­ლის­ში, მაგ­რამ სტუ­დენ­ტო­ბის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ფერს თავი და­ა­ნე­ბა და სოფ­ელში გადავიდა საცხოვრებლად. მა­ნამ­დე სოფელში მო­ხუ­ცი პაპა-ბე­ბია ჰყავ­და. წი­ნან­დლის სკო­ლა­ში მუ­შა­ობს, აქვს სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო და მე­ურ­ნე­ო­ბა.

ვაზის ასაკი და კვლევა

ვაზი 300 წლისაა. მასზე ბევრია მტკიცება. ზოგი მიიჩნევს, რომ 100 წლისაა, ზოგი – 150-ის. უცხოელი მეცნიერები იყვნენ ჩამოსული მის სანახავად. იტალიელი მეცნიერების ჯგუფმა ლაბორატორიულად დაადგინა, რომ მისი ასაკი 300 წელია. ამით ჩვენი ვაზი ევრაზიის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი გახდა; ერთი სლო­ვე­ნი­ა­შია, რო­მე­ლიც 400 წლამ­დეა, ერთი – ინ­გლის­ში და მე­სა­მე ჩვე­ნია.

#image_title

ქართულის ენდემური ვაზი: ისტორია და მნიშნელობა

საქართველოში ბევრი უნიკალური ვაზი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართულის ენდემური ჯიშია, რომლის ისტორია და ფესვები დღემდე იცავენ საკუთარ თვითმყოფადობას.

ბატონი ნიკო აღნიშნავს, რომ მისი ვაზი არც ერთ კატალოგში ვერ მოიძიეს, და არც უცხოელი მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს მის უნიკალურობას. იტალიელი, კანადელი, ჩილელი და სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები ცდილობენ ამის გაგებას, თუმცა მათთვისაც რთულია სწორად დიაგნოზირება.

„ბევრისთვის მი­უცია, მაგ­რამ თით­ქმის ვე­რა­ვინ გა­ა­ხა­რა. თა­ვის დრო­ზე ჩვენ­თან მო­მუ­შა­ვე ღვი­ნის ფრან­გულ­მა კომ­პა­ნი­ა­მაც წა­ი­ღო, თა­ვი­ანთ სათ­ბურ­ში სცა­დეს გა­ხა­რე­ბა, მაგ­რამ – უშე­დე­გოდ. მე მხო­ლოდ ერთი რქის­გან ვა­ხა­რე ერთი ძირი და ერ­თიც კარ­და­ნახ­ში გა­ა­ხა­რა ნა­თე­სავ­მა. ჩემ­სას ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უს­ხამს, ჩანს, მო­სა­ვალს გვი­ან იძ­ლე­ვა“ – ამბობს ნიკო ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი.

#image_title

ვაზის ისტორია და გამორჩეული მახასიათებლები

ბატონი ნიკო იხსენებს, რომ მისი ოჯახური ვაზი დიდებული პაპის დროიდან მოდის. ეზოში სამ ვაზს შორის, ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო. ბატონი ნიკოს სიტყვებით, „პაპამ ერთი მოჭრა, თუმცა დღესაც უნიკალური და მნიშვნელოვანი რჩება“. ვაზი ადრინდელზე უფრო მეტად მოვლილია, რაც მისი გამორჩეულობას უზრუნველყოფს.

ადრე როცა ბერ­დე­ბო­და, კა­ფავ­დნენ, რომ ახა­ლი და­ერ­გოთ და უფრო მო­სავ­ლი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო. ეს შე­მორ­ჩა და ოჯა­ხის სი­ა­მა­ყე…

ამის რქა თე­ლავ­ში, ერეკ­ლეს მუ­ზე­უ­მის ეზო­ში ხა­რობ­და. რომ ვკი­თხე, მი­თხრეს, ეს ვაზი 75 წლის არის, ცნო­ბებ­ში წე­რია, რომ რქა წი­ნან­დლი­დან წა­მო­ი­ღე­სო…

ახლა, ვაზი განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს. წარსულში ვაზი ხშირად იხარებდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა მისი ჯიში და თვისებები შენარჩუნდეს. როგორც ბატონი ნიკო ამბობს, „ამ ვაზის რეალობა შთამბეჭდავია, რადგან იგი ჩვენი ოჯახური ისტორიის ნაწილი გახდა“.

ვაზის კულტურალური მნიშვნელობა

ეს ვაზი ოჯახის სიამაყეა და მოიხსენიება როგორც სიმბოლო ქართული ღვინის კულტურის. მისი მოსავლიანობა და გემო განაპირობებს სასმლის გამორჩეულობას, რაც მას კიდევ უფრო საინტერესო და პოპულარულ ქმნის.

ქართულის ვაზი და მისი ისტორია

საქართველოში, განსაკუთრებით კახეთში, უნიკალური ვაზი და მისი კულტურა ფართოდ არის ცნობილი. ჩვენს დღევანდელ ისტორიაში წარდგენილი იქნება ვაზი, რომელსაც დიდი ისტორია და მრავალფეროვანი მახასიათებლები აქვს.

ბატონი ნიკო იმით იწონებს თავს, რომ მისი ოჯახური ვაზი ჭავჭავაძეების ოჯახიდან მოდის. ის მოგვითხრობს, რომ კახეთში, სახლში, სადაც ახლა ცხოვრობს, მისმა დიდმა პაპამ შეიძინა. აქ იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის ტერიტორია, რომლის შიდა სივრცე იშვიათი მცენარეებით იყო მორთული.

ვაზის სპეციფიური მახასიათებლები

ბატონი ნიკო აღნიშნავს, რომ მისი ვაზი უნიკალურია. ადგილობრივი კომუნისტების დროს ვაზის მოვლა და შენარჩუნება რთული გახდა, თუმცა ის კვლავ იბრძვის არსებობისთვის. საინტერესოა, რომ ვაზის ასაკი და მისი ჯიშები ჯერ კიდევ განხილვის საგანია, რის გამოც მეცნიერების ყურადღებას იპყრობს

ვაზის კულინარიული მნიშვნელობა

ქართულ კულტურაში ვაზი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რაც მის უნიკალურ გემოზე და შთამბეჭდავ ნაყოფზე აისახება. ვაზი ხშირად გამოიყენება ღვინის წარმოებაში, რაც ქართულ სამზარეულოს კიდევ უფრო მდიდარ და მრავალფეროვანს ხდის.

drpkhakadze

„ქართული ღვინოები გლობალურ ასპარეზზე გამოდიან“ სტატია – ამ სათაურით ამერიკულ გამომცემლობაში „The Wine Palate“ გამოქვეყნდა

0
„ქართული ღვინოები გლობალურ ასპარეზზე გამოდიან“ სტატია - ამ სათაურით ამერიკულ გამომცემლობაში „The Wine Palate“ გამოქვეყნდა
#image_title

„ქართული ღვინოები გლობალურ ასპარეზზე გამოდიან“ სტატია – ამ სათაურით ამერიკულ გამომცემლობაში „The Wine Palate“ გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი (Lisa Perrotti-Brown), ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული კომპანიის „Big Sky Ranch Inc” თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ივლისში ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ლისა პეროტი-ბრაუნი ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს კახეთში ესტუმრა, სადაც ადგილზე დააგემოვნა მრავალფეროვანი ქართული ღვინოები, გაეცნო ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიებს.

ამასთან ერთად, თბილისში, ორი დღის განმავლობაში, სპეციალურ დეგუსტაციაზე ლისა პეროტი-ბრაუნმა სხვადასხვა ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დააგემოვნა. ღვინის მაგისტრის მიერ გასინჯულ ღვინოებზე შეფასებები „The Wine Palate“-ის სტატიაში გამოქვეყნდა. ცნობილ ამერიკელ ღვინის მაგისტრთან თანამშრომლობის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ონლაინ-გამოცემა „The Wine Palate“ (ღვინის გემო) მოიცავს ექსპერტების მიერ შეფასებული ღვინოების მონაცემთა ბაზას მთელი მსოფლიოდან, განახლებადი ახალი მიმოხილვებით. საიტი შექმნილია, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს, ადვილად იპოვოს სასურველი ღვინოების სტილი და, ამავდროულად, გაიუმჯობესოს ღვინის დაგემოვნების გამოცდილება.
ლისა პეროტი-ბრაუნი საქართველოს მიმდინარე წლის ოქტომბერში ისევ ეწვევა. ამერიკელი ღვინის მაგისტრი, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში 25 წელზე მეტია მოღვაწეობს, ძირითადად, ამერიკულ და ბორდოს ღვინოებს, ასევე, შამპანურს მიმოიხილავს, რასაც ქართული ღვინოებიც დაემატა.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან

განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.

(საქართველოზე სტატიისა და ქართული ღვინის შეფასებების სანახავად აუცილებელია საიტზე რეგისტრაცია: https://thewinepalate.com/.).

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ტაფა რამდენიმე წუთში სუფთა იქნება – ტაფის გაწმენდის „ჯადოსნური“ და სწრაფი ხერხი

0
ტაფა რამდენიმე წუთში სუფთა იქნება - ტაფის გაწმენდის „ჯადოსნური“ და სწრაფი ხერხი
#image_title

სოციალურ ქსელში ვრცელდება „ჯადოსნური“ გზა, რომელიც ტაფის გაწმენდაში დაგეხმარებათ.

ტაფის გაწმენდის აღწერილი მეთოდია საცხობი სოდის დამატება.

„შეავსეთ წყლით ჭურჭელი, დაუმატეთ 2-3 კოვზი სოდა და მიიყვანეთ ადუღებამდე.

გამორთეთ ცეცხლი, ოდნავ გააგრილეთ, შემდეგ გახეხეთ. თუ ბოლომდე არ გაშორდა, გაიმეორეთ მეორედ და დაუმატეთ საპონი“.

დასკვნა

თუ გსურთ სწრაფი და ეფექტური გზა ტაფების გაწმენდისთვის, ეს „ჯადოსნური“ მეთოდი საცხობი სოდის გამოყენებით საუკეთესო არჩევანია. მარტივი ინგრედიენტებით და ცოტა დროით თქვენ შეძლებთ დაამარცხოთ ჭუჭყი და სიბინძურე.

ტყვიის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე, ხმელ სუნელებში საგანგაშო რაოდენობის ტყვია აღმოაჩინეს – რას ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტო?

0
#image_title

ტყვია სუნელში – ხმელ სუნელში საგანგაშო რაოდენობის მძიმე მეტალი აღმოაჩინეს, ტყვიის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე. რას ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტო?

ბათუმის აგრარულ ბაზარში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სურსათის უვნებლობის სააგენტომ გამოავლინა, რომ ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობა 9 323 მგ/კგ-ია, რაც მეტია დასაშვებ ნორმაზე (2 მგ/კგ). ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტყვია აღმოჩნდა საკვებ პროდუქტში.

თემის შესახებ სიუჟეტი „იმედის დილამ“ მოამზადა.

რას ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტო?

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანა გემაზაშვილი აღნიშნავს: “ამ ეტაპზე 200-ზე მეტი სურსათის ნიმუში გამოვიკვლიეთ. დარღვევის აღმოჩენის შემდეგ, ბიზნესოპერატორს დაევალა როგორც ხმელი სუნელის, ასევე მისი ინგრედიენტების ლაბორატორიული გამოკვლევა. აღნიშნული პარტია დავლუქეთ და მისი რეალიზება აღარ ხორციელდება.”

ტყვიის ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

ტყვია, როგორც მძიმე მეტალი, ადამიანის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით ბავშვებში.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს: “ბავშვების ორგანიზმი 4-5-ჯერ მეტ ტყვიას ითვისებს, რაც სწრაფი ინტოქსიკაციის რისკს ზრდის.”

ტყვიის მაღალი შემცველობა შესაძლოა გავლენა მოახდინოს:

  • გონებრივ განვითარებაზე
  • ინტელექტზე
  • საჭმლის მომნელებელ სისტემაზე

რეგიონის კვლევები და შედეგები

2019 წელს ჩატარებული საერთაშორისო კვლევის თანახმად, დასავლეთ საქართველოში ტყვიის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რაც კვების ხასიათს უკავშირდება. “სანელებლების ხშირი გამოყენება შესაძლოა ერთ-ერთი ფაქტორი იყოს,” — ამბობს ივანე ჩხაიძე.

როგორ დავიცვათ თავი?

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ურჩევს:

  • შეიძინონ მხოლოდ დაფასოებული და ეტიკეტირებული სურსათი.
  • დაეყრდნონ სურსათის უსაფრთხოების კონტროლსა და შემოწმებას.

დასკვნა

ტყვიის აღმოჩენა ხმელ სუნელში საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ყურადღებით იყოს სურსათის არჩევის დროს. უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანმრთელი კვება საკუთარი ოჯახისთვის!