რაჭაში დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პოტენციალის შესწავლის მნიშვნელობის საკითხები
ქვევრის ღვინის მწარმოებელმა ქართულმა მარნებმა პორტუგალიაში პროდუქცია პირველად წარადგინეს
პორტუგალიის ქალაქ პორტოში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა Simplesmente Vinho გაიხსნა, რომელზეც საქართველო წარმოდგენილია სტატუსით – ღვინის სამშობლო!
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 ქართული კომპანია მონაწილეობს.
ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის, გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის სამი მასშტაბური დეგუსტაცია იგეგმება.
შეგახსენებთ, 2013 წელს „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო 2021 წელს ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა.
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?
სასარგებლოა თუ არა ჩირი? ექიმები გვეუბნებიან, რომ დიახ, გამომშრალი ხილი, ქიშმიში და ქლიავის, შავი მოცვისა და სხვა ხილის ჩირი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
გამხმარი ხილში დიდი რაოდენობით მკვებავი ნივთიერებები იყრის თავს, ვინაიდან ჩირში წყლის რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. გამომშრალი ხილი ასევე მდიდარია B ვიტამინითა და ანტიოქსიდებით.
მასშტაბური კვლევის შედეგად, მკვლევარებმა აღმოაჩნეს, რომ ვინც ხშირად ჭამს ჩირს, იწონის ნაკლებს, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც გამომშრალ ხილს საერთოდ არ იღებენ.

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ შაქრის შემცველობა ჩირში უფრო მეტია. მაგალითად ერთი ჯამი ყურძენი შეიცავს დაახლოებით 23 გრამ შაქარს და 104 კილოკალორიას, ერთი ჯამი ქიშმიში კი 116 გრამ შაქარს და 520 კილოკალორიას. ამიტომაც ექიმები დიაბეტიკებს ჩირის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
ჩირის ჭამისა და შენახვის წესები
ექსპერტების რჩევით, ჩირი უნდა დაუმატოთ ცხელ და ცივ ფაფებს, ცომეულსა და სალათებს.
„ეს არის მარტივი და სასიამოვნო გზა, რომ ჭამოთ მეტი ხილი და ჯანმრთელი გზით მიიღოთ უჯრედისი“, – ამბობს დიეტოლოგი ლორენ მანაკერი.
რაც შეეხება ხმელი ხილის შენახვას, სასურველია ჩირი ჰერმეტულ კონტეინერში ან მაცივარში შეინახოთ.
სხვათა შორის, თუ ჩირს ლითონის კონტეინერში შეინახავთ, დაადგენთ, შეიცავს თუ არა ის სულფიტებს. თუ შეიცავს, ჩირი ფერს შეიცვლის.
გურიაში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა.
ლელობურთი ტრადიციულად სოფელ შუხუთის ცენტრში, ისტორიულ ცაცხვებთან ტარდება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის გამარჯვებით დასრულდა.
ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. აღდგომის დღეს, შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა ლელობურთს ჰაერში აგდებს და დიდი შერკინებაც იწყება. შეჯიბრების წესების მიხედვით, გამარჯვებული ის მხარეა, რომელიც ღელეზე ფუთიანი ბურთის გადატანას შეძლებს.
ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. იგი სოფელ შუხუთში გაზაფხულზე, ყოველ აღდგომის დღესასწაულზე, იმართება.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი დაინერგა
ქუთაისის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის მეთოდებთან და სიახლეებთან ერთად, ლაბორატორიის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი დაათვალიერეს.
„ქუთაისის ლაბორატორიაში ცოფის დაავადების კვლევის მეთოდის დანერგვა საშუალებას მოგვცემს, დასავლეთ საქართველოს რეგიონში დროულად ჩატარდეს დიაგნოსტიკა და მოსახლეობამ ოპერატიულად მიიღოს სანდო კვლევის პასუხები. აღნიშნული კვლევის დანერგვით უფრო დაჩქარდება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს ცოფის დაავადების როგორც კონტროლზე, ასევე, დიაგნოსტიკაზე“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოსა და ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.
დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.
დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში კახა ხასიას შექმნილი ულამაზესი ეზო, რომლითაც უამრავი ადამიანი მოიხიბლა
ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში კახა ხასიას შექმნილი ულამაზესი ეზო, რომლითაც უამრავი ადამიანი მოიხიბლა.
სოფელ ორსანტიაში აფხაზეთიდან დევნილი კაცის, კახა ხასიას მიერ ეზოში საკუთარი ხელით გაშენებული ბაღის ვიდეოს მოცეკვავე ლადო წიტაშვილი უზიარებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე საზოგადოებას წარწერით: „ადამიანმა დაკარგა ულამაზესი ეზო, სახლი აფხაზეთში, და ბევრი წვალების შემდეგ თავისივე ხელით ააშენა და გააშენა ახალი ბაღი…“

„გარემოს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დეპრესიიდან, შფოთვიდან, სტრესიდან გამოსვლა შეეძლება“
სოფელში დასვენების დადებითი მხარეები, საკვები, სუფთა ჰაერი და სოციალური ურთიერთობები – გიორგი ღოღობერიძის რჩევები
საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“:
„ბავშვმა რომ კარგად გაატაროს დრო და კარგად დაისვენოს – სოფელი ყველაზე კარგი ვარიანტია.
პირველ რიგში, აღსანშნავია საკვები – სოფლისა და ქალაქის საკვები ერთმანეთს ვერ შეედრება. დღევანდელ საკვებ პროდუქტებში ძალიან ბევრი ისეთი მავნე ნაერთია, როგორებიცაა ნიტრიტები და ნიტრატები. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში სიმსივნეებს, – ქალებში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს, სარძევე ჯირკვლის კიბოს, კაცებში – წინამდებარე ჯირკვლის კიბოსა და მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის სიმსივნეებს იწვევს. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, თუ გინდათ ბავშვს სარგებელი მოუტანოთ, სოფლის საკვები, რომლებიც ნაკლებად შეიცავს იმ დანამატებს, რომლებიც ინდუსტრიაში გამოიყენება, უფრო ჯანსაღია მისი სხეულისთვის და უფრო მეტადაც წაადგება.
„შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოსალოდნელი ამინდის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და შესაბამის სამსახურებს“-შამუგია
„იმისათვის, რომ ქვეყანა სტიქიურ მოვლენებს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემას აძლიერებს“. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მალე დასრულდება საფრთხის რუკების შედგენა.
„მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება საფრთხის რუკების შედგენა, რაც პირველად კეთდება ქვეყანაში. ეს მოგვცემს საშუალებას შემდგომი მაღალი რისკ-ზონები განვსაზღვროთ და იქ შესაბამისი ღონისძიებები დავგეგმოთ.
შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოსალოდნელი ამინდის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და შესაბამის სამსახურებს. გვაქვს კონკრეტული გეგმები წელს და ეს შეეხება, როგორც მყინვარული ხეობების პირველად შეფასებას, ასევე მაღალი რისკის ზონებში, მდინარეებში ვგეგმავთ ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟს“, – განმარტა შამუგიამ.
გასულ დღეებში ქვეყანაში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, ზარალი კი რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს.