ტყის მდგრადი მართვის, ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ასევე, ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის გამოყენების უპირატესობის საკითხები განიხილეს

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების, ტყის მდგრადი მართვის, ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ასევე, ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის გამოყენების უპირატესობის საკითხები განიხილეს.

საინფორმაციო შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ გახსნეს.

შეხვედრა საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნული პროექტის მიზანია, საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით. ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას და შემოსავლის წყაროების გამრავალფეროვნებას.

პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის – გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი). პროექტი „ECO.Georgia“ თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს – ღია ცის ქვეშ გამორჩეული გამოფენა აქვს მოწყობილი

ყაზბეგში, სოფელ სნოში, მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილს, ღია ცის ქვეშ გამორჩეული გამოფენა აქვს მოწყობილი.

მერაბ ფირანიშვილი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ხელოვანია, რომელიც ქვისგან საოცრებებს ქმნის. ყაზბეგის გზაზე, სოფელ სნოში, მთის ძირას, უზარმაზარ, ქანდაკებად ქცეულ ლოდებს შეხვდებით. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ბატონმა მერაბმა საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებული ადამიანების სახეები ქვაში ამოკვეთა და ქართველ თუ უცხოელ სტუმარს ჩვენი ქვეყნის შესახებ წარუშლელ შთაბეჭდილებებს უქმნის.

მოქანდაკე, წლის საუკეთესო მხატვარი , “სერაფიტა”-ს პრიზის , ალ. ყაზბეგის და ილია ჭავჭავაძის პრემიის მფლობელი, “იმედის გმირის “ და ბუნების ქომაგის ოქროს მედლის მფლობელი ბატონი მერაბ ფირანიშვილი

ის ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს…
ეს სანახაობა არის საოცრება..აქ ხელოვანის ხელით ქვაში გაცოცხლებულია ძალიან საინტერესო სახეები…
როგორ გააცოცხლა მერაბ ფირანიშვილმა უზარმაზარ ლოდებში საქართველოს ისტორია და რატომ აღაფრთოვანებს მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოსმერაბ ფირანიშვილის ქანდაკებები 💗🇬🇪 | TikTok

 რამდენი ადამიანი დაშავდა წელს პიროტექნიკით?

0
 რამდენი ადამიანი დაშავდა წელს პიროტექნიკით?
საუბრობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე:

გულით დაავადებულებს ურჩევენ ლიმონის წვენის მიღებას

ლიმონი

მარადმწვანე ლიმონის ხის სიმაღლე 3-7 მ-ს აღწევს, აქვს ეკლებიანი ტოტები და მოგრძო დაკბილული, ტყავისებური ფოთლები. ნაყო­ფის სიგრძე 6-7 სმ-მდეა, დიამეტრი – 5-6 სმ, წონა – 120გ. ყვითელი ქერქი ეთერზეთოვანი ჯირკვლებითაა მოფენილი, აქვს მწარე, დამახასიათე­ბელი არომატი. მომწვანო-მოყვითა­ლო რბილობი წვნი­ანი და ძალიან მჟავეა. ნა­ყოფში და­ახლო­ებით 20 ცა­ლი ღია ფე­რის გლუ­ვი თეს­ლია მო­თავ­სებული.
ლიმონი სითბოს, სინათლისა და ტე­ნის მოყ­ვა­რული მცენარეა. მისი სამშობლოა სამ­ხრეთ-აღ­მოსავლეთი აზია.
მოშენებულია ხმე­ლ­თა­შუა­ზღვის­პირეთ­­ში, აშშ-ის, მექ­­­სი­კის, არ­გენ­ტი­­­­­ნის სუბ­ტრო­პიკულ რა­ი­ო­ნებ­ში. ღია გრუნ­ტში ლი­მონის მოშენების უმთავრესი რა­­იონებია კავ­კასიის შავი ზღვის სანაპირო, აზერბაიჯანი, შუა აზია. ლიმონის ნაყოფი დიდი რა­ოდენო­ბით შეიცავს მჟავებს (უმთავრესად ლი­მონის), ნახშირწყლებსა და ვიტამინებს, აგ­რეთვე პექტინოვან ნივთიერებებს, რკინის მა­რი­ლებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს. ნა­ყოფს იყენებენ ნედლად, წვენების წარმოებაში, ლიმონმჟავად და სხვ. ნამყენი ლიმონი მსხმო­იარობს მე-3-4 წელს. მოსავალი ერთი ხიდან 150-300 ცალი ნაყოფია.
ლიმონის ყოველი ნაწილი: ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი, ნასკვები, ახალგაზრდა ყლორ­ტები, მერქანი ძველთაგანვე გამოიყენებოდა კვების მრეწველობაში, ტექნიკაში, მედიცინასა და პარფიუმერიაში. ლიმონის ყვავილებისგან მიღებული ნეროლის ესენცია სინაზითა და არომატით მხოლოდ ვარდის ზეთს ჩამოუვარდება.
ქერქისგან გამოხდილი ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში;

ქერ­ქიდანვე მიღებული პექტინი წყალში ადვილად ხსნადი, თითქმის თეთრი, ნივთიერებაა, რომელსაც იყენებენ ზოგიერთი საკონდიტრო ნა­წარმის დასამზადებლად, ხოლო მედიცინაში კუჭის წყლულის სამკურნალოდ და სისხლდენის შესაჩერებლად.
ნაყოფის რბილობი საუკეთესო ბუნებრივი ნედლეულია ლიმონმჟავას მისაღებად, რომელიც ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და ტექნიკაში. ლიმონის წვენი საუკეთესო საშუალებაა ნიკრისის ქარების (პოდაგრის), სიყვითლისა და პირღებინების საწინააღმდეგოდ, პირის ღრუსა და ენის ანთების სამკურნალოდ.

გულით დაავადებულებს ურჩევენ ლიმონის წვენის მიღებას.

ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი ეს სამი უძვირფასესი ბუჩქოვანი კულტურა

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

იმპორტირებრა ღირს იმპორტირებული ბალიული ბალი

რა ღირს იმპორტირებული ბალი – პროდუქტი თურქეთიდან და სომხეთიდან შემოდის

ბალის იმპორტი 60%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვის მონაცემებით ( რეალურად, მხოლოდ აპრილ-მაისში) საქართველოში 205.1 ტონა (110.3 ათასი აშშ დოლარის ) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის იანვარ-მაისში – 128.3 ტონა (49.4 ათასი აშშ დოლარი).

სტატისტიკის მიხედვით, წელს პროდუქტის იმპორტი მხოლოდ ორი ქვეყნიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა. კერძოდ, თურქეთიდან 181.1 ტონა (97.8 ათასი აშშ დოლარი), 88%, ხოლო სომხეთიდან 23.9 ტონა (12.5 ათასი აშშ დოლარი) 12%.

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იმპორტიორ ქვეყნებს ნიდერლანდები გამოაკლდა, საიდანაც შარშან ბალი მცირე რაოდენობით,  შემოვიდა.

წყარო

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მარტვილის მუნიციპალიტეტში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 120 000 ქვირითით გათევზიანდა

„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის მიმდებარედ და სალხინოში მდინარეები 120 000 ქვირითით დათევზიანდა.

ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველწლიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების აქტივობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარტვილის მუნიციპალიტეტში დათევზიანების პროგრამა მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მდინარეების დათევზიანების პროცესში მონაწილეობა დაცული ტერიტორიებისა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მიიღეს.

საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში მილიონზე მეტი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მულჩირებას როგორც მრავალწლიან, ისე ერთწლიან კულტურებთან იყენებენ

მულჩი ნიადაგის მეტეოროლოგიური პირობებისაგან დასაცავად გამოიყენება. მულჩირებას როგორც მრავალწლიან, ისე ერთწლიან კულტურებთან იყენებენ. მაგალითად: მეხილეობა, მევენახეობა, კაკლოვანი, კენკროვანი და სხვა
კულტურები.
 მულჩირება თრგუნავს სარეველების ზრდას, იცავს ნიადაგს ტენის ჭარბი აორთქლებისაგან და არეგულირებს სითბურ რეჟიმს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გია ბურჯანაძეს სასათბურე მეურნეობა

გია ბურჯანაძეს სასათბურე მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში აქვს.
ზამთარში მწვანილს, ზაფხულში კი ბოსტნეულს აწარმოებს.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“…

გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ 2012 წლის 24 იანვარს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „გუდას“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

გუდის ყველის აუცილებელი ნიშან-თვისებაა ალპურ და სუბალპურ საძოვრებზე გაზრდილი ძროხისა და ცხვრის რძისაგან ან მათი ნარევისაგან ამოყვანა, რომელსაც შეიძლება დაემატოს თხის რძეც. ასევე, მნიშვნელოვანია ცხვრის, თხის, ან ხბოს ტყავისაგან დამზადებულ გუდაში მომწიფებისა და შენახვის ტრადიციის გამოყენება. ვინაიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გვაქვს ალპური ზონები და საძოვრების მრავალფეროვანი არჩევანი, ადგილობრივ მოსახლეობას ეძლევა საშუალება დაამზადოს გუდის ყველი.
გუდის ყველის დამზადებისას რძეს ჩაკვეთავენ 35-37° ტემპერატურაზე, მიღებულ დელამოს დაჭრიან. საჭიროების შემთხვევაში, მეორედ აცხელებენ 36-38° ტემპერატურაზე და შემდეგ ხდება მარცვლის დაყენება, ზედმეტი შრატის მოცილება და ყველის მასის მოწურვა ნაჭრის ტომსიკებში. შემდეგ დებენ გუდაში, ამარილებენ და აჩერებენ მოსამწიფებლად. მომწიფების პერიოდი გრძელდება მინიმუმ 60 დღის განმავლობაში. ეს წესი სათავეს თუშეთის მეცხვარეებისგან იღებს, თუმცა, დროთა განმავლობაში, გავრცელდა ზემოთ ჩამოთვლილ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებზეც. საქპატენტში რეგისტრირებული სპეციფიკაციის თანახმად კი სწორედ ტრადიციული მეთოდის სავალდებულო შესრულება განსაზღვრავს გუდის ყველის დამზადების აუცილებელ პირობას.
გუდის ყველი ცილინდრული ფორმისაა, ზედაპირი თანაბარი, მაგრამ არა გლუვი, ქერქის გარეშე. ფერი თეთრიდან ოდნავ მოყვითალომდეა, უფრო ინტენსიურად შეფერილი შუაგულში. ვერტიკალურ ჭრილში ყველს აქვს მთელ მასაში თანაბრად განაწილებული 0,3-0,5 სმ დიამეტრის ნასვრეტები. შესაძლებელია ვერტიკალზე გაჭრის დროს ყველის თვალი იცრემლებოდეს და მოწვე¬თავდეს ცხიმის ნაღვენთები. ერთი თავი დაახლოებით 4-8 კილოგრამს იწონის. მსუბუქად ცხარე-მომჟავო, პიკანტური და ზომიერად მარილიანი გემოს მქონე გუდის ყველი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 24 იანვარს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenidasveneba